დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის გავრცელების შესაძლო დინამიკაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ლუგარში, კვლევაშია დააახლოებით, 50-მდე, დაახლოებით, 17 – 18 – ინფექციურში, ასევე – ქუთაისსა და ბათუმში.
„ყოველდღიურად, სერიოზულად იმატა კვლევის რაოდენობამ, 80-დან 100-მდე. დღეს ალბათ იქნება რამდენიმე შემთხვევა. თუ ამ ტემპით წავედით და დღეში 3 – 4 შემთხვევა დაფიქსირდა, მოსალოდნელია რბილი განვითარება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ „ტვპირველის“ ეთერში“.
საქართველოში კორონავირუსი 49 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.










