გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვი სამი წლისაა. ავარიას ემსხვერპლა ბავშვის დედაც.
უმძიმეს ტრაგედიას ეხმიანებიან სოციალურ ქსელში:
„დავიღუპე ხალხო, ჩემი ანა აღარა მყავს. ჩემი გაზრდილი, ჩემი ერთადერთი იმედი, აღარა მყავს! რატომ, ხალხო? რატომ დადიხართ მთვრალები? გაგეჩერებინა პატრულისთვის. დედა-შვილი რომ მიაჭყლიტე და პოლიციას შეაფარე თავი, შეგარჩენ ამ სიმწარეს? ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს დედას რომ მოეხვია სიმწრით… გადმოხტი და გაიქეცი, რატომ? არ მოიკალი თავი, ანგელოზი ბავშვი რომ გაჭყლიტე! ჩემო ლამაზო და ნიჭიერო, ბავშვობიდან ლექსებს წერდა! მღეროდა, 5 ენაზე ლაპარაკობდა, უკეთესი ცხოვრება უნდა გქონოდა, ჩემო ობოლო! რამდენ საშაირო ლექსებს უწერდი ხალხს, დაგრჩა ნეტა ვინმე ლექსის გარეშე. ვაიმე, როგორ გიხაროდა! როგორ ჩქარობდი ახალ ბინაში გადასვლას. მატრასზე უნდა დავიძინო ერთი ღამეო, დაიღუპა პატიოსანი ოჯახი… ახლა ვზივარ და ორ ჩასასვენებელს დავტირი. შენ მაინც როგორ მიმატოვე, ანა! ჩემო ლამაზო… რატომ უნდა დაგიტიროთ მე? მე რატომ არავინ მიცოდებთ?“ – წერს ირმა ამბარდნიშვილი სოციალურ ქსელში.









