გორში ავარიის შედეგად დაშავებული 3 წლის ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები გვიდასტურებენ.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, დაღუპული ქალი ანი ბერიანიძეა, რომელიც მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთდ დაიღუპა.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ისინი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდნენ, როდესაც სწრაფად მოძრავი მანქანა დაეჯახა.
ცნობისთვის, გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე “ჯიპის” ტიპის ავტომანქანა ქვეით დედა-შვილს დაეჯახა.
ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. რაც შეეხება მცირეწლოვან ბავშვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და ის თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დაკავებულია ავარიაში მონაწილე მძღოლი.










