ქუთაისში ნიღბიანი პირები ქალს თავს დაესხნენ და ცემეს. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით პოლიცია ამ დრომდე ეძებს შეიარაღებულ, ნიღბიან პირებს, რომლებმაც ფულის გამოძალვის მიზნით ქალს თავს დაესხნენ და მიიმალნენ.
შემთვევა 11 ივლისს მოხდა.
ნაცემი ქალი, რომელსაც ამ დრომდე დაუდგენელი პირები თანხას და ძვირად ღირებულ ნივთებს სთხოვდნენ კლინიკაშია გადაყვანილი.
თავდამსხმელებმა ვერაფრის წაღება მოახერხეს.
შსს-ს ცნობით საქმეზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დამნაშავეების დაკავება ვერ მოხერხდა.










