თუ მოსახლეობის რაოდენობას ავიღებთ, გამოდის, რომ დედაქალაქში მცხოვრებ ყოველ 1.5 მოქალაქეზე ერთი ავტომობილი მოდის, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით კი ეს მაჩვენებელი 2 მოქალაქეზე ერთ მანქანას შეადგენს. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 3 941 100 ადამიანი ცხოვრობს, აქედან დედაქალაქში – 1 369 400.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი ავტომობილი დედაქალაქშია რეგისტრირებული. მთლიანად რეგიონების რეიტინგი კი ასეთია:
- თბილისი – 912 565 ავტომობილი (ყოველ 1.5 მოსახლეზე ერთი მანქანა)
- იმერეთი – 212 729 ავტომობილი (ყოველ 2.3 მოსახლეზე ერთი მანქანა)
- ქვემო ქართლი – 164 627 ავტომობილი (ყოველ 2.6 მოსახლეზე ერთი მანქანა)
- კახეთი – 152 334 ავტომობილი (ყოველ 2 მოსახლეზე ერთი მანქანა)
- აჭარა – 130 290 ავტომობილი (ყოველ 3.1 მოსახლეზე ერთი მანქანა)
- სამეგრელო- ზემო სვანეთი – 108 386 ავტომობილი (ყოველ 2.7 მოსახლეზე ერთი მანქანა)
- შიდა ქართლი – 96 823 ავტომობილი (ყოველ 2.4 მოსახლეზე ერთი მანქანა)
- სამცხე-ჯავახეთი – 67 313 ავტომობილი (ყოველ 2.3 მოსახლეზე ერთი მანქანა)
- მცხეთა-მთიანეთი – 45 257 ავტომობილი (ყოველ 2 მოსახლეზე ერთი მანქანა)
- გურია – 40 749 ავტომობილი (ყოველ 2.5 მოსახლეზე ერთი მანქანა)
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11 409 ავტომობილი (ყოველ 2.6 მოსახლეზე ერთი მანქანა)










