LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ცნობილია რიკოთზე ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

ცნობილია რიკოთზე ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

დაპოსტა 2026/07/10-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

რიკოთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ბეტონის ჯებირს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. მანქანაში მყოფი ბავშვი და ქალი კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც ფაქტის თვითმხილველი გვიამბობს, მანქანაში სულ 4 ადამიანი იყო.

“ამ საშინელ ავარიას შევესწარით, რიკოთის “პერევალზე” ახალი მომხდარი იყო. “ფიტის” მარკის ავტომობილი ჯებირს იყო შეჯახებული, სამწუხაროდ მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა, გვერდზე ვინც იჯდა ის მამაკაცი თავიდან გონზე იყო, მანქანიდან ის ფაქტის შემსწრე გამვლელმა ბიჭმა გადმოიყვანა, ნახევარი საათი ალბათ გონებაზე იყო, მერე გაითიშა და გარდაიცვალა. მანქანაში სულ ოთხი ადამიანი იჯდა, სამი სრულწლოვანი და პატარა ბავშვი, ქალი და ბავშვი გადარჩნენ. კლინიკაში არიან გადაყვანილები და ძალიან მაინტერესებს მათი მდგომარეობა. იმედია მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მანქანა ქართული ნომრებით იყო, მაგრამ სავარაუდოდ ეროვნებით აზერბაიჯანელები იყვნენ. რა გახდა ავარიის მიზეზი, არ ვიცი, თუმცა ვარაუდობდნენ, რომ მძღოლს ჩაეძინა, იქ ეს ვარაუდი გამოითქვა. ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩვენთვის ამ ფაქტის ნახვა, მე და ჩემი მეუღლე შევესწარით და შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად დავხმარებოდით დაშავებულებს. შეჯახება ახალი მომხდარი იყო ჩვენ რომ იქ მოვედით, საშინელება იყო ამის ნახვა, თვალებიდან არ ამომდის. ანგელოზივით ბავშვი იყო, როგორც ვიცი, მას ფეხი ჰქონდა მოტეხილი. ქალი და ბავშვი ალბათ უკან ისხდნენ და დარტყმისგან საბარგულში იყვნენ გადავარდნილები. მძღოლი მაშინვე დაიღუპა. საშინელი სანახავი იყო ეს მძიმე კადრები, უყურებ მიცვალებულს და მერე შენს თვალწინ ხედავ მეორე ადამიანიც რომ იღუპება. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, დიდი ტრაგედიაა”,- ამბობს ჩვენთან საუბარში ფაქტის თვითმხილველი.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

“კვირის პალიტრა”

 

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა და ეს ტრაგიკული მოვლენაა – რეზოლუციის ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა - ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ „ჰააგის დეკლარაციას“ გამოეხმაურა, რომელიც...

დაწვრილებითDetails

ე. წ. ნიკეას ნაგავსაყრელი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მოინახულა

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
ე. წ. ნიკეას ნაგავსაყრელი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მოინახულა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, გრიგოლ დალაქიშვილთან ერთად, ქალაქ ქუთაისში ე.წ. ნიკეას ნაგავსაყრელის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს...

დაწვრილებითDetails

“ქურდული გარჩევების” საქმეზე დაკავებულია ცაგერის საკრებულოს დეპუტატი

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
“ქურდული გარჩევების” საქმეზე დაკავებულია  ცაგერის საკრებულოს დეპუტატი
მთავარი

"ქურდული გარჩევების" საქმეზე დაკავებულებს შორის ცაგერის საკრებულოს წევრია - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ გამოძიებამ "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით ხელბორკილები რამდენიმე დღის წინ ლაშა ლეთოდიანს დაადო. ის 29 დაკავებულთა შორისაა....

დაწვრილებითDetails

აბიტურიენტი გამოცდაზე მოკლული გიგა ავალიანის გამოსახულებიანი პერანგით მივიდა

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
აბიტურიენტი გამოცდაზე მოკლული გიგა ავალიანის გამოსახულებიანი პერანგით მივიდა
მთავარი

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: „ასე მივიდა დღეს მათემატიკის გამოცდაზე გოგონა, რომელსაც გიგა ამზადებდა ბოლო 3 წელი… როგორც აბიტურიენტს,...

დაწვრილებითDetails

გერ­მა­ნი­ი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო, სახ­ლი შე­ი­ძი­ნა – რას ამბობენ ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭზე

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
გერ­მა­ნი­ი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო, სახ­ლი შე­ი­ძი­ნა – რას ამბობენ ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭზე
მთავარი

გუ­შინ, ღა­მის სა­ა­თებ­ში ლა­გო­დეხ­ში ტრა­გე­დია მოხ­და. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 25 წლის ბიჭი ემსხვერ­პლა. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მე­გო­ბარ­თან ერ­თად ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც სო­ფელ ცხა­კა­ი­ას­თან, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცუდი ხილ­ვა­დო­ბის გამო, საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და...

დაწვრილებითDetails

„საქართველოში შვილების სასურველი საშუალო რაოდენობა ქალებისთვის 2.6, ხოლო კაცებისთვის 3-ია“ – გაეროს კვლევა

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
„საქართველოში შვილების სასურველი საშუალო რაოდენობა ქალებისთვის 2.6, ხოლო კაცებისთვის 3-ია“ – გაეროს კვლევა
მთავარი

„საქართველოში შვილების სასურველი საშუალო რაოდენობა ქალებისთვის 2.6, ხოლო კაცებისთვის 3-ია“, - ამის შესახებ აღნიშნულია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კვლევაში. აღნიშნული კვლევა ჩატარდა 2025 წელს, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 11...

დაწვრილებითDetails

„ყველაზე მნიშვნელოვანი“ ბარიერი მშობლობისთვის ფინანსებია – გაეროს კვლევა

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
თბილისში გამთენიისას ჩვილი გარდაიცვალა
მთავარი

საქართველოში გამოკითხული მოქალაქეების 41% მიიჩნევს, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი“ ბარიერი მშობლობისთვის ფინანსებია, - ამის შესახებ ირკვევა „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ უახლესი კვლევიდან. გარდა ფინანსური პრობლემებისა, გამოკითხულთა 39% მთავარ ბარიერად ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მოქალაქეების 68%-ს უმუშევრობა, ხოლო 67%-ს ეკონომიკური კრიზისი აწუხებს – გაეროს კვლევა

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი
მთავარი

საქართველოში გამოკითხული მოქალაქეების 68%-ს უმუშევრობა, ხოლო 67%-ს ეკონომიკური კრიზისი აწუხებს, - ამის შესახებ ირკვევა „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ უახლესი კვლევიდან. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მთავარ პრობლემურ საკითხებს შორის შეხვდებით კონფლიქტებს, ტერორიზმს, ორგანიზებულ...

დაწვრილებითDetails

ხვალ საქართველოში ევროპის დღე აღინიშნება – ნახეთ რა ღონისძიებები გელოდებათ ბათუმში

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
ხვალ საქართველოში ევროპის დღე აღინიშნება – ნახეთ რა ღონისძიებები გელოდებათ ბათუმში
მთავარი

11 ივლისს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში „ევროპის დღეს“ შავი ზღვის სანაპიროზე აღნიშნავს. ღონისძიებები 11:30 საათზე სასტუმრო ჰილტონში დაიწყება, რომელიც თავს უყრის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, პარტნიორ ორგანიზაციებს, კულტურის...

დაწვრილებითDetails

სკოლის მოსწავლე 25 წლის მეზობელმა დაჭრა, რომელიც ხმაურმა შეაწუხა

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

თბილისში დაჭრილი არასრულწლოვანი 15 წლისაა. შემთხვევა ღამით ვაშლიჯვარში, კვანტალიანის ქუჩაზე მოხდა. TV პირველის ინფორმაციით, 25 წლის კაცი ქუჩაში მოზარდების ხმაურმა შეაწუხა, მათ ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი სახლიდან დანა გამოიტანა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"