LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო-2025“ გაიმართება

კატასტროფულ მდგომარეობაშია ცენტრალური პარკი წყალტუბოში, იქ გავლა საშიშია – ლაშა ბერეკაშვილი

დაპოსტა 2026/07/09-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

„რეალურად, გვაქვს უმნიშვნელოვანესი კურორტი და ქუთაისის აეროპორტი, როგორც დიდი ლოჯისტიკური ცენტრი, თუმცა ამ ორ ლოკაციას შორის პირდაპირი სატრანსპორტო მიმოსვლა არ არსებობს“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ Travel To Georgia-ს დირექტორმა და ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლაშა ბერეკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ არ არის გვიან, რომ ქუთაისისა და წყალტუბოს ერთ სატრანსპორტო ხაზში მოქცევა და დაკავშირება მოხდეს.

როგორც ლაშა ბერეკაშვილი განმარტავს, ამგვარი სატრანსპორტო კავშირის არარსებობა წყალტუბოში ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.

„წყალტუბო მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული ქუთაისის აეროპორტთან. როდესაც ქუთაისის აეროპორტის ავტობუსის ხაზი (შატლი) ინიშნებოდა, ჯერ კიდევ მაშინ ვითხოვდით, რომ მარშრუტში წყალტუბოც გაეთვალისწინებინათ.

შესაძლებელი იყო ისეთი რეისის გაშვება, როგორიცაა: ქუთაისი-წყალტუბო-აეროპორტი ან აეროპორტი-წყალტუბო-ქუთაისი, რითაც ერთი მარშრუტით ამ ორი ქალაქის დაკავშირება მოხდებოდა.

ეს ნაბიჯი გარკვეულწილად გაზრდიდა კურორტის ცნობადობას და ტურისტებისთვისაც ხელშესახები იქნებოდა, რომ შატლი წყალტუბოში დასარჩენად გამოეყენებინათ.

თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ოთახების/ბინების გაქირავების მატებასაც. ფაქტია, რაც მეტი ტურისტი დარჩებოდა წყალტუბოში, მით მეტ სიკეთეს მოუტანდა ეს ადგილობრივებს.

ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა, თუმცა, ახლაც არ არის გვიან. ქუთაისის აეროპორტი არსებობს და საჭიროა, მასზე წყალტუბოს მიმართულების დამატება.

გარკვეულწილად, ეს ტურისტებს აკარგვინებს წყალტუბოს. რეალურად, გვაქვს უმნიშვნელოვანესი კურორტი და ქუთაისის აეროპორტი, როგორც დიდი ლოჯისტიკური ცენტრი, თუმცა, ამ ორ ლოკაციას შორის პირდაპირი სატრანსპორტო მიმოსვლა არ არსებობს.

ამ პრობლემის მოგვარება იქნებოდა ერთი პატარა, მაგრამ წინგადადგმული ნაბიჯი, რომლითაც წყალტუბოს ინტერესების გათვალისწინება მოხდებოდა“, – განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა.

„ახალგაზრდა გიდების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ყურადღება კურორტზე არსებულ სხვა პრობლემებზეც გაამახვილა და მათ შორის, შეეხო წყალტუბოს ცენტრალურ პარკში არსებულ ინფრასტრუქტურულ გამოწვევებსაც.

„გარდა ამისა, კატასტროფულ მდგომარეობაშია ცენტრალური პარკი. იქ გავლა არა თუ უცხოელისთვის, ზოგ შემთხვევაში ადგილობრივებისთვისაც საშიშია, განსაკუთრებით ზაფხულში.

წელამდე ბალახია და ზოგან ადამიანსაც კი ფარავს. სკამები, ატრაქციონები, საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემა – აბსოლუტურად ყველაფერი მწყობრიდანაა გამოსული.

წარმოიდგინეთ, საქართველოს პარკებს შორის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პარკზეა საუბარი, სადაც ასევე მდებარეობს უნიკალური სამკურნალო აბაზანები.

დღეს კი იქ ინფრასტრუქტურა დაზიანებულია და ბალახი ზოგ შემთხვევაში გაუვალი, რაც ტერიტორიაზე ქვეწარმავლების დაბუდების მიზეზი ხდება.

შესაძლოა, ამან ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას პირდაპირი საფრთხე შეუქმნას“, – აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ ლაშა ბერეკაშვილი.

 

„ბიზნესპრესნიუსი

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“წყალტუბოს პარკის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება” – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
“წყალტუბოს პარკის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება” – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი
მთავარი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი ლაშა ბერეკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს, იმის თაობაზე რომ წყალტუბოს პარკი კატასტროფულ მდგომარეობაშია და იქ გავლა საშიშია. "მეგა ტვ"-სთვის მოწოდებულ განცხადებაში ცენტრი...

დაწვრილებითDetails

ექვს თვეში საარსებო შემწეობა 126 ათასზე მეტ ადამიანს შეუწყდა

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
ქუთაისში მცხოვრები 989 ბავშვი ერთჯერად დახმარებას მიიღებს
მთავარი

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ მცირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ ექვს თვეში საარსებო შემწეობა 126 ათასზე მეტ ადამიანს შეუწყდა. კერძოდ, 2026 წლის იანვარში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 710...

დაწვრილებითDetails

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ
მთავარი

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი. მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ძმებ კაკულიებს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის...

დაწვრილებითDetails

გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია
მთავარი

2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. ამის შესახებ თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მიქაიას თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ორ...

დაწვრილებითDetails

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
საბერძნეთში  ქართველი მამაკაცი დააკავეს
მთავარი

იტალიაში მანქანის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, შემთხვევა ქალაქ რომში, ჯოვანი ბატისტა დე ლა სალის მოედანზე მოხდა. 57 წლის ქართველი პოლიციამ შენიშნა, რა დროსაც ის სამართალდამცველებსა...

დაწვრილებითDetails

რა ეღირება დოლარი, ევრო და სხვა ვალუტები დღეს

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

9 ივლისს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასე ნაწილდება:   1 აშშ დოლარი 2.6384 ლარი. გამყარება 0.09 თეთრი; 1 ევრო 3.0109 ლარი. გამყარება 0.58 თეთრი; 1...

დაწვრილებითDetails

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება. წარმატებას მიაღწევთ იმ საქმეებში, რომლებიც დიდი ხანია გადადებული გაქვთ. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა ან საინტერესო სიახლე გელოდებათ.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება....

დაწვრილებითDetails

9 ივლისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 9 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად...

დაწვრილებითDetails

ცნობილი საოპერო მომღერალი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

გარდაიცვალა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის მომღერალი, ლელა ვაშაყმაძე. სამწუხარო ინფორმაციას მომღერალი ბაჩო (ოთარ) ნაკაშიძე ავრცელებს.   „ჩვენი ლელუკა აღარ გვყავს… გარდაიცვალა საოპერო დასის სოლისტი, შესანიშნავი მომღერალი, ჩემი მეგობარი...

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტის ფოტოდან ამოჭრის ფაქტზე ქარტია განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ჟურნალისტის ფოტოდან ამოჭრის ფაქტზე ქარტია განცხადებას ავრცელებს
მთავარი

გამოცემა „ჩემი ხარაგაულის“ კორესპონდენტი და რედაქტორი 6 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას დაესწრნენ. ჟურნალისტებს ამჯერადაც არ დაახვედრეს განცალკევებულად მდგომი სამუშაო მაგიდა და სკამები, როგორც ამას საკრებულოს დებულება ითხოვს. ხარაგაულის საკრებულოს დებულების მიხედვით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"