„წყალტუბო რეალურად დავიწყებული კურორტია – იმ პოტენციალს, რასაც უნდა ასხივებდეს, ვერ ასხივებს“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან” Travel To Georgia-ს დირექტორმა და ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კურორტის გაცოცხლებისთვის უპირველესი ნაბიჯი მისი მასშტაბური რებრენდინგია, რაც წყალტუბოს ახალ ბაზრებზე პოზიციონირების შესაძლებლობას მისცემს.
როგორც ლაშა ბერეკაშვილი განმარტავს, ამის მისაღწევად აუცილებელია თანამედროვე ევროპული კვლევები ჩატარდეს, რაც პოტენციურ ვიზიტორებს კურორტის უნიკალურობაში დაარწმუნებს.
ზოგს შესაძლოა, ჩამოსვლის სურვილიც აქვს, თუმცა ძველი მარშრუტები ისე აღარ არის აწყობილი, როგორც ადრე. მაგალითად, ადრე წყალტუბო-მოსკოვის მატარებელი მუშაობდა, ახლა კი სრულიად სხვა ლოჯისტიკურ ნაწილზე უწევს ადამიანს გადაწყობა, რაც საკმაოდ რთული და ძვირია.
რადგან დღეს ქუთაისის აეროპორტი არსებობს, წყალტუბო სწორედ მის მგზავრთნაკადს უნდა მიებას. სადაც ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები სრულდება (ევროპისა თუ აზიის მიმართულებით), ის ლოკაციები წარმოადგენს ახლა წყალტუბოს ახალ ბაზრებს. ამისთვის კი კურორტს რებრენდინგი/განახლება სჭირდება.
ამ განახლებას ევროპელი მომხმარებელი ასე მარტივად არ მიიღებს. მას სჭირდება მნიშვნელოვანი, კვალიფიციური და ახალი კვლევები, რაც სანდოობას გაზრდის კურორტზე არსებულ სამკურნალო წყლებსა და აბაზანებთან დაკავშირებით, რადგან წყალტუბოს მთავარი ნიშა სწორედ ესაა.
თუ ამ მიმართულებით ევროპული, მაღალკვალიფიციური კვლევები არ ჩატარდა, მანამდე არაფერი გამოვა. ევროპელებს წყალტუბოს აბაზანების ავკარგიანობასთან დაკავშირებით, საბჭოთა დროინდელი კვლევებითა და სტანდარტებით ვერ დავაინტერესებთ.
ევროპელ მომხმარებელს სანდო, თანამედროვე კვლევების გაცნობა სჭირდება. შესაბამისად, ჯერ უნდა ჩატარდეს ახალი კვლევები და მოხდეს წყალტუბოს სასარგებლო თვისებების თავიდან აღიარება, რის შემდეგაც გაკეთდება რებრენდინგი და მოხდება განაგრძეთ კითხვა.










