LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვერ ვსუნთქაო და თავში ხელები მოიჭირაო – 8 წლის მოზარდი გარდაიცვალა

ვერ ვსუნთქაო და თავში ხელები მოიჭირაო – 8 წლის მოზარდი გარდაიცვალა

დაპოსტა 2026/07/06-ში
A A
6.9k
ნახვა
გაზიარება

სოციალურ ქსელში ავთო თავართქილაძე უმძიმეს წერილს აქვეყნებს, რომელშიც მისი 8 წლის შვილიშვილის ათუკას გარდაცვალების ისტორიას იხსენებს. მისი თქმით, ბავშვი სკოლაში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა თავის ტვინში სისხლჩაქცევა დაუდგინეს.

თავართქილაძის თქმით, ათუკას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, 82-დღიანი მკურნალობის შემდეგ ბავშვი გარდაიცვალა.

„ტელეფონმა დარეკა, მეუღლე იყო. ავთუკა სკოლაში ცუდად გახდა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადავიყვანეთო. რომ მოხვალ, მაშინ გეტყვიო. საავადმყოფოში რომ მივედი, „კატეს“ ოთახში ჰყავდათ. მითხრეს, მუსიკის მასწავლებელი ღონისძიებისთვის ამღერებდა. ჩვენც იქ ვიყავით. ქეთი ვიდეოს უღებდა, სიმღერის დასრულებისთანავე ბავშვი გარბის დედასთან და ეუბნება, დედა, ჰაერს ვერ ვსუნთქაო და თავში ხელები მოიჭირაო. ქეთიმ სასწრაფოდ ხელში აყვანილი მიიყვანა მანქანასთან. მე კალთაში ჩავისვი.  5 წუთში აქ ვიყავითო. გათიშვის წინ დედა დაიძახაო. ამასობაში „კატეს“ ოთახიდან გამოიყვანეს. ექიმს ვკითხე, მე ბავშვის ბაბუა ვარ, მითხარით, რა სჭირს ბავშვს მეთქი. „კატემ“ აჩვენა, რომ თავში 70 მლ სისხლჩაქცევა აქვსო. სასწრაფოდ გადასაყვანი და საოპერაციო არისო. წარმოუდგენელი რამ მითხრა. 8 წლის ბავშვის თავში სისხლის ჩაქცევა გაგონილიც არ მქონდა. გავშტერდი. გავშეშდი. ჭკუა და გონება ამერია. ვერაფერს ვფიქრობდი. ის ვთქვი, თბილისში წამაყვანინეთ, ხარჯებს მე დავფარავ მეთქი. მითხრეს, უკვე კატასტროფის ცენტრმა ყველაფერი იცის და ისინი იღებენ მისი გადაყვანის გადაწყვეტილებასო.

სანამ რეანიმობილი მოვიდოდა, სანამ გადაიყვანეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სანამ ოპერაციის გაკეთებაზე 0%-იანი გარანტიით ხელს მოვაწერდით, სავარაუდოდ, 6 საათამდე დროც გავიდა. ოპერაციის დაწყებამდე ქირურგმა გვითხრა, იმდენად მძიმე შემთხვევაა, რომ ცენტრიდან მითხრეს, უფლება გაქვს უარი თქვა ოპერაციის გაკეთებაზეო. მეც მყავს შვილები, კარგად მესმის თქვენი, თუ ოპერაცია არ გაკეთდება, ერთ ან საათ-ნახევარში გული გაუჩერდებაო. ძალიან ჩქარობდა. ოპერაციის დასრულების შემდეგ გვითხრეს, მდგომარეობის სიმძიმეზე და არანაირ იმედზე. მიუხედავად ექიმების უიმედო პასუხების, ჩვენ იმედს მაინც არ ვკარგავდით. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. ჟანგბადის მიწოდება, ტემპერატურა, გულისცემა, სატურაცია, მოგვიანებით საკვებსაც იღებდა, მაგრამ 82 დღის შემდეგ უცებ სატურაცია დაეცა და გულიც გაჩერდა. ასე დასრულდა ჩემი ოჯახის დიდი სიხარულის, მომავლის იმედის, ძალიან სხარტის, უჭკვიანესი და უსაყვარლესი ათუკას სიცოცხლე.

ის წავიდა 5 წლის წინ დაღუპულ მამიკოსთან. ეს ამბავი ქვემეხივით გავარდა. ვინ არ მოდიოდა, ყველა წუხდა, ყველას ეცოდებოდა და ენანებოდა ჩემი ანგელოზი ბაბუკი. ყველას უნდოდა გვერდით დგომა და დახმარება, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ყველას. მადლობა იმ ბიჭებს, ვინც სისხლი გაიღო და სისხლის ბანკს ჩააბარა. მადლობა იმათ, ვინც მეხმარებოდა გადასასხმელი სითხის, ჰემოსოლის ძიებაში, რომელიც საქართველოს აფთიაქებში არ არის და სომხეთიდან გვიწევდა რამდენიმე ცალობით შემოტანა. მადლობა ტრაილერის მძღოლებს, რომლებიც სომხეთში, აფთიაქებში ეძებდნენ ამ სითხეს და მაწვდიდნენ. მადლობა ექიმებს, ქირურგ რეზოს და მკურნალ ექიმ ანას, რომლებიც იბრძოდნენ ჩემს ბაბუკას გადასარჩენად. მადლობა ექთნებს, ზრუნვისა და მოვლა პატრონობისათვის. მადლობა ყველას და ყველას წუხილისათვის, თანაგრძნობისათვის, ჩემი ანგელოზი ბაბუკას უკანასკნელ გზაზე გაცილებისათვის…“ – წერს ავთო თავართქილაძე.

გაზიარება2772

დაკავშირებული -პოსტები

გარდაცვლილი 3 და დაკრძალეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
გარდაცვლილი 3 და დაკრძალეს
მთავარი

ყულიშკარში გარდაცვლილი 3 და დაკრძალეს. მათი ცხედრები იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ექსპერტიზის შემდეგ პირდაპირ სასაფლაოზე გადაასვენეს. ნაირა, დალი და ლორიტა როგავები საკუთარ სახლში გარდაცვლილები მეზობლებმა იპოვეს. ერთ-ერთ ვერსიად საკვებით...

დაწვრილებითDetails

ბათუმში დაკარგული 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ბათუმში დაკარგული 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გარდაცვლილი იპოვეს 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი, რომელსაც ოჯახი ეძებდა - რა ხდება ამ დროისთვის ცნობილი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს 22 წლის ლე­ვან ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ოჯა­ხი ეძებ­და. ოჯახ­მა გან­ცხა­დე­ბა გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით,...

დაწვრილებითDetails

გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.   საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე ოჯახს უყვებოდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, საცხოვრებელ სახლში, 3 და გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს. ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი...

დაწვრილებითDetails

ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი ქალის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

ბათუმში ორკვირიანი ძებნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლში რუსეთის 21 წლის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ,,ტვ პირველი" ავრცელებს. გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც 2022 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა.   პოლიცია ბათუმის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ...

დაწვრილებითDetails

ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს - ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, კაცი რამდენიმე დღის გარდაცვლილია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

იმერეთში 11 წლის გოგოს 67 წლის ნათესავი სექსუალურად ავიწროებდა – რას ყვება დედა

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

11 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ 67 წლის ნათესავი მის 12 წელს მიუღწეველ შვილს სექსუალურად ავიწროებდა - ფაქტი "ინფო იმერეთის" ინფორმაციით, იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა. როგორც გამოცემა დედაზე დაყრდნობით...

დაწვრილებითDetails

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
მთავარი

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილმა, (92 კგ) ფინალში ირანელი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი - დღე ენერგიული და პროდუქტიული იქნება. საუკეთესო დროა წამოწყებებისთვის, რომლებიც გამბედაობას მოითხოვს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს.   კურო - შესაძლოა ოჯახურ საქმეებსა და ყოველდღიურ ვალდებულებებზე...

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში
მთავარი

23 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია: თბილისი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით +23°. სოხუმი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის ბოლოს დასავლეთის ქარი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"