მისი თქმით, კლიმატური ცვლილებების პირობებში, სანაპიროებზე შესაძლოა, იმატოს შტორმებმა. როგორც ნინო ჩხობაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია შემუშავდეს კამპანია, რომელიც თითოეულ მოქალაქეს მიაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთონ სხვადასხვა სტიქიური მოვლენის დროს.
„თბილისში სითბური ტალღები შესაძლოა, გაძლიერებული იყოს, რადგან ისეთი განაშენიანება გვაქვს, რომ ქალაქში განიავება ნაკლებად ხდება. თბილისში არის საკმაოდ მაღალსართულიანი შენობები, რომელიც აგრეთვე ბარიერს წარმოადგენს სითბური ტალღებისთვის და იწვევს კონცენტრაციას. ამასთანავე, რატომღაც ძალიან გვიყვარს შემინული შენობები, რაც პრობლემურია სიცხეების დროს, რადგან ამ შენობების გაგრილება ყოველთვის უფრო რთულია და ბევრ ელექტროენერგიასაც მოითხოვს გასაგრილებლად. ვვარაუდობთ, რომ თბილისისთვის არამარტო ეს, არამედ შემდეგ წლებშიც ზაფხული იქნება რთული.
„სანაპიროებზე უნდა ველოდოთ მღელვარებას და დიდ შტორმებს“
სანაპიროებზე უნდა ველოდოთ მღელვარებას და დიდ შტორმებს. იქ კარგად მუშაობს გაფრთხილების სისტემა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, უბრალოდ მოქალაქეებმა მეტად ყურადღება უნდა მიაქციონ გაფრთხილებას. ზაფხულში ნუ გამოიყვანენ ბავშვებს თაკარა მზეზე. ყურადღებით იყვნენ, რომ მზის დაკვრები არ მიიღონ და სითბური ტალღის შედეგად ბავშვი ცუდად არ გაუხდეთ. ამის გარდა, მოსახლეობა უნდა გავაფრთხილოთ, რომ მიიღონ დიდი რაოდენობის სითხე და აუცილებელი არ არის,










