026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებშია აღნიშნული.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5 % შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.2%-ით განისაზღვრა.
საქსტატის თანახმად, ივნისში ყველაზე გაიაფებულ პროდუქტებს შორის მოხვდა ნიორი, ინტერნეტის გადასახდელი და ტელევიზორი.
გასულ თვეში წლიურად ყველაზე მეტად გაიაფდა:
- ნიორი – 24%
- ინტერნეტის გადასახდელი – 22%
- ტელევიზორი – 21%
- კივი – 18%
- მაცივარი – 16.6%
- მანდარინი – 16.4%
- სარეცხი მანქანა – 15%
- თეფში – 14.5%
- ფორთოხალი – 14%
- ქალის ჰიგიენური საფენები – 13%










