ქუთაისის ციხეში დასაშვებზე 30%-ით მეტი პატიმარია – ამის შესახებ ოფიციალური სტატისტიკაში ვკითხულობთ.
პატიმრების და პრობაციონერების მაისის სტატისტიკის მიხედვით, ქუთაისში, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში 308 პატიმრით მეტი იმყოფება, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით დაწესებულებაში დასაშვები რაოდენობაა 1068.
“პატიმრების და პრობაციონერების მაისის სტატისტიკა გასაჯაროვდა:

12,135 პატიმარი იყო 31 მაისის მდგომარეობით ქართულ ციხეებში.
მიუხედავად იმისა, რომ 661-მა პატიმარმა დატოვა ციხე სხვადასხვა საფუძვლით (ვადის გასვლა, გირაო, პირობითი მსჯავრი, ა.შ), აპრილთან შედარებით 186-ით გაიზარდა პატიმართა რაოდენობა.

სამ ციხეშია პატიმართა დასაშვები ლიმიტი საგანგაშოდ გადაცილებული:

ქსნის #15 – 57%-ით მეტი პატიმარია

გლდანის #8 – 32%-ით მეტი პატიმარია

ქუთაისის #2 – 30%ით მეტი პატიმარია

ასევე, 2026 წლის მაისში, სასამართლოს გადაწყვეტილება არასაპატიმრო სასჯელისა და პრობაციის ღონისძიების შეფარდების შესახებ სულ 1 674 პირის მიმართ იქნა გამოტანილი.” წერს გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში