იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასები მოქმედებს, განახლდა – ამის შესახებ ირკვევა „ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში.
კერძოდ, რეფერენტული ფასების ახალ ჩამონათვალში შეხვდებით acetylsalicylic acid-ის ჯგუფის 15 მედიკამენტს, alendronic acid-ის ჯგუფის – 3 მედიკამენტს, betahistine-ის ჯგუფის – 14 მედიკამენტს, desloratadine-ის ჯგუფის – 19 მედიკამენტს, ketorolac-ის ჯგუფის – 11 მედიკამენტს და ა.შ. სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
აქვე შეგახსენებთ, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი იმ წამლებზეც ვრცელდება, რომლებზეც, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფარმაცევტულ ქსელებს ჭარბი ფასნამატი ჰქონდათ განსაზღვრული და იმპორტის ფასთან შედარებით 1000%, 2000% და 3000%-ით ძვირად ყიდდნენ.









