საგარეჯოში, საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად 20 წლის ლამია ალახვერდიევი დაიღუპა | სამძიმრის წერილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ავრცელებს.
“ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის „ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამის“ სტუდენტის, ლამია ალახვერდიევის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ლექტორები და სტუდენტები თანავუგრძნობთ ლამიას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კურსელებს.” – ნათქვამია სამძიმრის წერილში
მთელი სოფლის ტკივილი და მწუხარება ხარ – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვნაობა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულის ვინაობა ცნობილია- ის სოფელ ტიბაანის მკვიდრი, 37 წლის ნიკა ხატიაშვილია. ახალგაზრდა კაცს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხატიაშვილი...










