სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჭიათურაში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჭიათურაში ფიზიკური პირი მ. შ.-ს (მისამართი: ჭიათურა, აბაშიძის ქ.10) სასაკლაო შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი, სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა და შემდგომი რეალიზციის მიზნით, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა ცხოველებს ( გოჭები).
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ფიზიკური პირი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ.
ბინის რემონტის დროს დაშვებული 5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა
ბინის რემონტი ხშირად მარტივ და გასაგებ პროცესად აღიქმება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია უკვე დასრულებული საცხოვრებლის განახლებაზე. თუმცა მცირე ცვლილებებმაც კი შეიძლება იმაზე მეტი დრო, ყურადღება და ხარჯი მოითხოვოს, ვიდრე თავდაპირველად...










