LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კორონავირუსს მსოფლიოში 4 983 ადამიანი ემსხვერპლა, 70 387 კი გამოჯანმრთელდა

ვინ მიიღებს პირბადეებს უფასოდ პირველ ეტაპზე

დაპოსტა 2020/03/20-ში
A A
517
ნახვა
გაზიარება

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საწყის ეტაპზე მთავრობა პირბადეებს უფასოდ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს დაურიგებს.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გარდა 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისა, პირველ ეტაპზე პრიორიტეტების ნუსხაში მოხვდნენ პოლიციელები, მებაჟეები, სასურსათო მაღაზიებს მოლარეები და კონსულტანტები.

როგორც თურნავამ აღნიშნა, მათ პირბადეები უფასოდ დაურიგდებათ.

„ამ დოლო დროს ძალიან ბევრი შეკითხვა შემოდის ამასთან დაკავშირებით ჩვენ უმოკლეს დროში მოვახერხეთ და წამოვიწყეთ ისეთი წარმოება, რომელიც ადრე არ გაგვაჩნდა. ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს მოთხოვნადი ნაწარმი, პირბადეები, მათი წარმოების ტემპი მაქსიმალურად გავზარდოთ. პირბადეებზე მოთხოვნა და ძალიან მწვავე დეფიციტი წარმოიქმნა მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, გარკვეული პრობლემები ახლავს თუნდაც აუცილებელი მასალების შემოტანას. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ძალიან მალე ეს პრობლემა აღმოვფხვრათ და პირბადეები იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოების ფართო ფენებისთვის. თუმცა, საწყის ეტაპზე გვიწევს პრიორიტიზაცია. საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში დავსახეთ ის პრიორიტეტები, რომლის მიხედვითაც მოხდება ამ პირველი წარმოებული პარტიის გადანაწილება. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პრიორიტეტი არის 70 წელს გადაცილებული მარტოხელა პენსიონერები ან 70 წელს გადაცილებული ჩვენი თანამოქალაქეები, ვისაც ქრონიკული დაავადებები გააჩნიათ. ჩვენ მათ უფასოდ დავურიგებთ პირბადეების პირველ პარტიას. გარდა ამისა, არის ისეთი კატეგორიები, ვისაც ყველაზე მეტად აქვს შეხება რისკის მატარებელ კატეგორიებთან მოსახლეობის. ეს არის: პოლიცია, მებაჟეები და სხვა კატეგორიის და პროფესიის ადამიანები, ვინც ასევე გვყავს პრიორიტეტში. რაც შეეხება კერძო სექტორს, აქ პრიორიტეტულ ნუსხაში გამოვყავით ჩვენი საამაყო ადამიანები, ვინც დღეს მუშაობენ სასურსათო მაღაზიებში, ქსელებში – კონსულტანტები, მოლარეები და მათზეც პირველივე შესაძლებლობისთანავე ჩვენ პირბადეებს დავარიგებთ. შემდეგ როდესაც ავაწყობთ მასობრივ წარმოებას, ეს გახდება უფრო მეტად ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება234

დაკავშირებული -პოსტები

სტიქია რაჭაში

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
სტიქია რაჭაში
მთავარი

13 მაისს ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ ონსა და მიმდებარე სოფლებში გარკვეული პრობლემები გამოიწვია. დაიტბორა ქალაქ ონისა და რამდენიმე სოფლის ქუჩები, დაზიანდა საკანალიზაციო სისტემა და წყლის გამტარი არხები. ქვა-ღორღის...

დაწვრილებითDetails

14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   სასურველია, დღევანდელი დღე მეგობრების წრეში გაატაროთ, ხოლო თუ მხიარულ განწყობასაც შეიტანთ გარშემომყოფებში, მაშინვე გახდებით თავშეყრის სული და გული და კომპლიმენტებსაც მრავლად დაიმსახურებთ.   კურო   დაუვიწარი იქნება დღევანდელი...

დაწვრილებითDetails

ოქრო იაფდება, ვერცხლი კი ძვირდება-რა ღირს გრამი

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასი მცირედით იაფდება, თუმცა საგულისხმოა, რომ უკანასკნელ მონაცემებთან შედარებით გაძვირებულია ვერცხლი. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 695 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში...

დაწვრილებითDetails

მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება
მთავარი

2026 წლის ივნისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. უფრო კონკრეტულად, ცვლილებების შედეგად, ორშაბათიდან პარასკევის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 13 მაისისთვის

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 14 მაისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6818, ევრო – 3.1404, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6245 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაცია, თითქოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არამიზნობრივად გახარჯა ბიუჯეტის სახსრები უცხოელ არალეგალთა ქვეყნიდან გაძევების პროცესში, არის სრული მანიპულაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების...

დაწვრილებითDetails

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს. როგორც ცენტრალური კრიმინალური...

დაწვრილებითDetails

ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დაბა ჩაქვში (ი. გოგებაშვილის II შეს. N 30) ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა...

დაწვრილებითDetails

ქრთამის აღების ფაქტზე მერის წარმომადგენლები დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
ქრთამის აღების ფაქტზე მერის წარმომადგენლები დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, გამოვლენილია კორუფციული ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც სამი პირი დაკავებულია, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერის ორი წარმომადგენელი. პირველ შემთხვევაში, კორუფციული დანაშაული გამოვლინდა ადიგენის...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"