LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პოლიცია კანონის წესების სრული დაცვით იყო ასული აღნიშნულ გემზე – შსს

შსს „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფ პირებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2026/06/11-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტრო სასაზღვრო გამტარი პუნქტის, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფ პირებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის 17 პირი იმყოფება, რომელთა „სამშობლოში ორგანიზებულ, უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე ქართული მხარე ინტენსიურად განაგრძობს მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან“.

ამასთან, შსს განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოში შესაბამისი ქვეყნის საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კოორდინაციით ე.წ. „ნეიტრალურ ზონაში” მყოფი პირების პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფას ახორციელებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ სასაზღვრო გამტარი პუნქტის, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფ პირებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გამოთქმულ უსაფუძვლო ბრალდებებს.

განვმარტავთ, რომ სასაზღვრო გამტარი პუნქტის, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის რჩება 17 პირი, რომელთა შორის არ არიან ქალები და ბავშვები.

ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირები აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, თუმცა არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს, ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს არ ეძლევათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან მათ აქვთ კრიმინალური წარსული და გასამართლებულები არიან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის მოქალაქეების დიდმა ნაწილმა, რომლებმაც სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების სურვილი გამოთქვეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინულ მხარეს შორის ხანგრძლივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, მესამე ქვეყნის გავლით საქართველო უკვე დატოვა.

„დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის მყოფი 17 პირის სამშობლოში ორგანიზებულ, უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე ქართული მხარე ინტენსიურად განაგრძობს მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მუდმივ მზადყოფნას, განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს, საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში.

ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოში შესაბამისი ქვეყნის საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კოორდინაციით ე.წ. „ნეიტრალურ ზონაში” მყოფი პირების პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფას ახორციელებს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

უმძიმესი ავარიისას გარდაცვლილი მეხუთე პირი მარიამ ქადაგიძეა

by მეგა TV
ივნისი 11, 2026
0
უმძიმესი ავარიისას გარდაცვლილი მეხუთე პირი მარიამ ქადაგიძეა
მთავარი

7 ივ­ნისს მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 5 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ავ­ტო­მო­ბი­ლი სი­მაღ­ლი­დან ხევ­ში გა­და­ვარ­და. შემ­თხვე­ვა გვი­ან ღა­მით მოხ­და. ლი­სის ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ თბი­ლი­სი­დან ლი­სის­კენ მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც 6 ადა­მი­ა­ნი იჯდა, სი­მაღ­ლი­დან...

დაწვრილებითDetails

ფაქტი პავილიონში მყოფმა პირველი არხის თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს – საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 11, 2026
0
ფაქტი პავილიონში მყოფმა პირველი არხის თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს –  საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს პირველი არხი ეხმიანება 9 ივნისს პირდაპირ ეთერში „სიმღერის აკადემიის“ საკონცერტო ნომერთან დაკავშირებით მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის დროსაც პროექტის ერთ-ერთი არასრულწლოვანი მონაწილე შეუძლოდ გახდა. საქართველოს პირველი არხისთვის...

დაწვრილებითDetails

იმერეთში კაცმა ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა – მამაკაცი დაკავებულია

by მეგა TV
ივნისი 11, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დაშავებულები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. უწყების ცნობით,...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოს სამხატვრო სკოლაში საზაფხულო გამოფენა გაიხსნა

by მეგა TV
ივნისი 11, 2026
0
წყალტუბოს სამხატვრო სკოლაში საზაფხულო გამოფენა გაიხსნა
მთავარი

წყალტუბოს სამხატვრო სკოლაში საზაფხულო გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია გამოსაშვები ჯგუფის მოსწავლეთა როგორც ფერწერული, ასევე გრაფიკული და შერეული ტექნიკით შესრულებული სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრები. წელს 13-მა მოსწავლემ სამხატვრო სკოლის სრული კურსი დაასრულა...

დაწვრილებითDetails

სიმღერის დროს პირდაპირ ეთერში ბავშვი დაეცა – რას აცხადებს სიმღერის აკადემია

by მეგა TV
ივნისი 11, 2026
0
სიმღერის დროს პირდაპირ ეთერში ბავშვი დაეცა – რას აცხადებს სიმღერის აკადემია
მთავარი

სიმღერის აკადემია საზოგადოემბრივი მაუწყებლის ეთერში მომხდარი ინცინდენტის შესახებ, რა დროსაც გოგონას გული მისდის, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. "გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელიც ტელევიზიაში, პირდაპირი ეთერის დროს მომხდარ შემთხვევას...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

by მეგა TV
ივნისი 11, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს სავარაუდო თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცხელ ხაზზე დაფიქსირებული შეტყობინებების თანახმად, თბილისის რამდენიმე მისამართზე მოქალაქეებთან მივიდნენ პირები, რომლებიც კომპანიის ფორმაში იყვნენ გამოწყობილნი...

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა გოგო ჩიყვის ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 11, 2026
0
ახალგაზრდა გოგო ჩიყვის ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა
მთავარი

ახალგაზრდა გოგო ჩიყვის ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. "მილქაააა,ხელები მიკანკალებს წარსულში როგორ მოგიხსენიო,ალალო,თბილო უბორტო შვილო.სიგიჟემდე მენანები,გამეგლიჯა გული. უფალო ნათელში ამყოფე მილქას ალალი და კეთილი სული,დაუმკვიდრეე სამუდამო...

დაწვრილებითDetails

არ მინდა დავიჯერო, რომ ვეღარ გნახავ“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
ივნისი 11, 2026
0
არ მინდა დავიჯერო, რომ ვეღარ გნახავ“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
მთავარი

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. სკოლა კურსდამთავრებულს ემშვიდობება და სამძიმრის წერილს აქვეყნებს. „სსიპ მეფე ერეკლე II-ის სახელობის ქალაქ თელავის N1 საჯარო სკოლა მწუხარებას გამოთქვამს კურსდამთავრებულის, გიორგი კევლიშვილის გარდაცვალების გამო და...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელ ნინო ხვარეშიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

by მეგა TV
ივნისი 11, 2026
0
ქუთაისელ ნინო ხვარეშიას საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

ქუთაისელ ნინო ხვარეშიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. ინფორმაციას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ნინო ხვარეშიას საზოგადოების დახმარება სჭირდება! ნინოს სასწრაფოდ ესაჭიროება სისხლის მარაგის შევსება. გთხოვთ, ვისაც...

დაწვრილებითDetails

მესტიის მუნიციპალიტეტში 42 ე.წ. მაინერი ამოიღეს

by მეგა TV
ივნისი 11, 2026
0
“ერთმა მეორეს ესროლა ხელყუმბარა”-თბილისში ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით 42 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. "გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"