მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე დამხმარე ნაგებობაში გარდაცვლილი იპოვეს – ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
55 წლის კაცს, ედიშერ შამუგიას მკვლელობის შემდეგ, მოხუცმა სავარაუდოდ თავი მოიკლა.
სისხლიანი ანგარიშსწორება დღეს დილით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში მოხდა.
“პირველების” ინფორმაციით, 55 წლის კაცს, ედიშერ შამუგიას 70 წლის მეზობელმა სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა.
მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლი, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.










