ცაგერის სოფელ ზოგიშის გზაზე კლდე კვლავ ჩამოიშალა – ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი ზოგიში ავრცელებს. როგორც ადგილობრივები წერენ ეს პირველი შემთხვევა არ არის და პრობლემების მას შემდეგ დაიწყო, რაც მთაზე სამუშაეობი ჩაატარეს.
“საშინელებაა,როგორ გაბედეს ამ მთაზე ხელის ხლება,ტვინი სად ქონდათ როდესაც ამ მთას ქუდი მოაცალეს,აშკარა იყო საფრთხე გაასმაგდებოდა,ქუდი იფარავდა გზას,ზემოდან ჩამოვარდნილი ქვა იქნებოდა თუ კენჭი ქუდს ეცემოდა და რიონში ვარდებოდა,ეხლა ყველაფერი გზაზე იყრება,დიდება უფალს ამ დროს ვინმე რომ არ მოძრაობდა გზაზე,მერამდენე შემთხვევაა ეს?მაინცდამაინც ელოდებით ვინმეს სიცოცხლე რომ შეიწიროს?მივმართავ ვისაც ეხელიწიფება დროულად გააკეთონ ახალი სამხედრო ხიდი ჭალაზე,რათა დაზღვეული იყოს ყველა ზოგიშელის,მიმსვლელ წამსვლელის სიცოცხლე.”
“ეს კლდე როცა გაიჭრა მას მერე ბევრი ათწლეული მიიწურა ისე, რომ ამ კლდეს მსგავსი რამ არ ჩაუდენია, არ ვარ სამთო ამფეთქებელი მაგრამ ღრმა ბავშვობიდან მკაფიოდ მახსოვს, ბებიას როცა მივყავდი ხოლმე ალპანაში, გზაში მიყვებოდა თუ რპგორ და რანაირად გაიჭრა ეს გზა ამ კლდეში, ვინ და ვინ მუშაობდნენ ამ პროექტზე, რა დეტალებს ითვალისწინებდნენ გზის გაყვანისას ამფეთქებლები და ა.შ… კლდის თავზე შორიდანაც მოჩანდა დიდი “მუცელივით” გამოშვერილი მასიური ლოდების კასკადი, ერთხელ ვკითხე ბებიას, რატომ იყო ეს ქვები გადმოშვერილი და რატომ არ მოხსნეს გზის გაყვანის პროცესში, ალბათ მეშინოდა რომ არ ჩამოშლილიყო
ბებიას პასუხი ნათლად მახსოვს, და დღეს რამდენჯერაც გზის ამ საშიში მონაკვეთის ამბებს ვისმენ, ექოსავით ჩამესმის ყურში –“ბებია, ეს დიდი ქვა მის ზემოდან ჩამოცვენილ ქვებს აკავებს, ეს რომ არ იყოს პირდაპირ გზაზე ჩამოიყრება და შეილება მგზავრი დააზიანოს…” მერე მე ჩავეძიებოდი, აი ბებო, მაინც რო ჩამოვარდეს მაშინ რა მოხდება და მისთანები… პასუხი: “ბაბუაშენმა და იმ ხალხმა კარგად იცოდნენ რასაც აკეთებდნენ და როგორც აკეთებდნენო”ახლა ვხვდები, არ შეიძლებოდა მაგ კლდისთვის ხელის ხლება, შეიძლება მე ამ შემთხვევაში ვინმე შემედაოს, მაგრამ ფაქტები ძალიან ჯიუტები არიან…”“სანამ ვინმე არ დაშავდება მანამ არ გაიბერტყავენ ყურს ღმერთმა ყველა დაიფაროს”
“კიდევ კარგი მსხვერპლი არ იყო, ადამიანი გადარჩა მანდ გასვლას! მოითხოვეთ ხიდი, რომელსაც დაგვპირდნენ, გაკეთდეს სასწრაფოდ.!”
“უფალმა ყველა დაიფაროს.სანამ ვინმე არ დაზარალდება ფატალური შემთხვევა არ მოხდება მან არ მიაქცევს ადგილობრივი და რაიონული მმართველობა ყურადღებას.გაფრხილწბთ უფალი და ნუ უკეთებენ იგნორს ,თორემ მერე გვიან იქნება…..!”
“ეკლესიის ქვებით დატვირთული მანქანით გავედით და გავასწარით ნახევარი საათით, თორე ტრაგედია დატრიალდებოდა! ყურად იღოს ვისაც ამ გზის შეკეთება ევალება…”
“რას ელოდებიან რეგიონის ხელმძღვანელრბი ,ვის მოიყოლიებს და მოჰკლავს ეს საშიში კლდე?”
“სანამ მსხვერპლი არ იქნება ცაგერის მუნიციპალიტეტი დაპირებულ ხიდს არ გააკეთებს?”
“უკვე სოფელში ამოსვლა საშიში გახდა ” – წერენ სოციალურ ქსელში მოქალაქეები.
ზოგიში გზა უკვე გაიწმინდა და მოძრაობაც აღდგენილია.










