ქუთაისში სამტრედიის ხიდთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
“ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში! კერძოდ ე.წ. სამტრედიის ხიდთან…მადლობა უფალს ყველანი კარგად არიან, მაგრამ იქ სადაც თითქმის ყოვედღე ხდება ავარია არ აქვს მნიშვნელობა ვინ არღვევს ? შედეგი არის ავარია და იქნებ დაფიქრდეს ვინმე აქ კონკრეტულ მონაკვეთზე მოხდეს დამატებითი საგზაონიშნების დამატება!!!!” – წერს სოციალურ ქსელში შორენა ლუთიძე.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.










