ქობულეთში ტრაგიკულად დაღუპული მამაკაცი გიორგი მესხიძეა.
მას გემობრები და ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:
,,ჩემს ოჯახს და სრულიად საქართველოს კიდევ ერთი უაღრესად კეთილშობილი უაღრესად კარგი ახალგაზრდა Giorgi Mesxidze გამოაკლდა😭ტრაგედია ხარ ყველას ჩემო ძმაო”
,,გიო ჩემო ბავშვობის ძმაკაცო, ყველაზე სუფთა გულის ვაჟკაცო კაცო, ეს რა ცუდი დილა გამითენე🥹🥹
მთელი ბავშვობა თვალწინ დამიყენე, გული გამეგლიჯა ძმაო…
შენთან სიკვდილს რაუნდოდა გიო…
როგორ არმინდა დავიჯერო რომ აღარახარ…
გუშინ ხო ჩემი თომას დაბადებისდღე მომილოცე🥹
როგორ მიჭირს შენზე წარსულში საუბარი…
ვეღარც ვერაფერს ვამბობ, დამამუნჯე…”
,,ზოგი ადამიანი სისხლით არ არის შენი შვილი მაგრამ გულით ხდება . დღეს ჩემი გულის ძალიან დიდი საწილი წავიდა … შენ ყოველთვის დარჩები ჩემს სიყვარულში, ჩემს მოგონებებში და ჩემს ლოცვებში . მშვიდად განისვენე , ჩემო ძვირფასო გიო” – წერენ სოციალურ ქსელში გარდაცლილის ახლობლები.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეშიტრაგიკული შემთხვევა გუშინ მოხდა.
35 წლის მამაკაცი სადენებს ამონტაჟებდა, როდესაც დენმა დაარტყა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო- სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწევ










