კიკვიძის სკვერის შესახებ გუშინ, “მეგა ტვ”-ს ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, სადაც ჩანს თუ როგორი ანტისანიტარიაა ბაღში დაგვიანებული რეაბილიტაციის ფონზე, დღეს ქუთაისის მერიამ გამოაქვეყნა ქარდი რომ, ბაღის რეაბილიტაცია დაწყებულია.
ცნობისთვის, კიკვიძის ბაღის რეაბილიტაციის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი მიმდინარე წლის მარტში გამოაცხადა ( NAT260004428).ტენდერში გამარჯვებული კომპანია “შპს არადანია”, რომელსაც სამუშაოები 8 მაისამდე უნდა დაეწყო. როგორც “მეგა ტვ”-ს გუშინ კომპანიის დირექტორმა განუცხადა, სამუშაოების შეფერხება პროექტში შესატანმა ცვლილებებმა გამოიწვია. კომპანია ბაღს რეაბილიტაციას თითქმის 2 მილიონად უტარებს. მას სამუშაოების შესასრულებლად ვადა 2026 წლის 1 დეკემბრამდე აქვს.










