LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყება

რომელი ქვეყნებიდან შეიძლება ჩამოიყვანოს „ჯორჯიან ეარვეისმა” საქართველოს მოქალაქეები

დაპოსტა 2020/03/20-ში
A A
291
ნახვა
გაზიარება

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი რომან ბოკერია იმ სავარაუდო მიმართულებებს ასახელებს, საიდანაც საქართველოს მოქალაქეების ჩარტერული რეისებით ჩამოყვანა მოხდება. მისი თქმით განიხილება ვენა, პარიზი, ამსტერდამი, ბერლინი და ბარსელონა, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა.

„საქართველოს მთავრობის მითითებით, „ჯორჯიან ეარვეისი” დროებით წყვეტს რეგულარულ ფრენებს ყველა მიმართულებით. შესრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები, საქართველოს მთავრობის მითითებითა და ხელშეწყობით ჩვენი მოქალაქეების ჩამოსაყვანად ევროპის ქვეყნებიდან. აგრეთვე გვინდა აღნიშნოთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ მზად არის ნებისმიერი ქვეყნიდან გამოიყვანოს საქართველოს მოქალაქეები, თუ ამაზე იქნება საქართველოს მთავრობის მზადყოფნა და ხელშეწყობა. ასევე კომპანია მზად არის, ინდივიდუალური შეკვეთებითაც შეასრულოს ჩარტერული ავიარეისები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.

„ჯორჯიან ეარვეისი” პრესასა და საზოგადოებას ოპერატიულად მიაწვდის ინფორმაციას, თუ რა ჩარტერული რეისები შესრულდება და რა დროს. აგრეთვე გაცნობებთ, თუ ახალი განკარგულება იქნება საქართველოს მთავრობისგან, როგორც იტალიის შემთხვევაში მოხდა, მთავრობამ შეგვიკვეთა ჩარტერული რეისი, ჩვენ არ გაგვიყიდია ბილეთი, არ აგვიღია ერთი კაპიკი, ხარჯი დაიფარა თვითმფრინავის, ჩავფრინდით და ჩამოიყვანეს, იგივე ფორმატში, მზად ვართ 24 საათის განმავლობაში განვახორციელოთ ნებისმიერი რეისი. სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ მთავრობის მითითებით ვაუქმებთ დროებით რეგულარულ ავიამიმოსვლას და შევასრულებთ მთავრობის დავალებით, ხელშეწყობითა და უზრუნველყოფით ჩარტერულ რეისებს, სადაც მიგვითითებს მთავრობა. საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო განსაზღვრავს, სად არის ყველაზე უფრო დიდი მოთხოვნილება ჩვენი მოქალაქეების, რომ უზრუნველვყოთ მათი ჩამოყვანა.

სავარაუდო მიმართულებებზე მუშაობა ჯერ მიმდინარეობს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მაგრამ ალბათ, ეს იქნება ვენა, პარიზი, ამსტერდამი, ბერლინი. განიხილება ბარსელონაც. მაგრამ აღვნიშნავ, რომ ეს დამოკიდებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მითითებასთან და ეკონომიკის სამინისტროს მზადყოფნასთან, უზრუნველყოს ჩარტერული რეისების შესრულება”, – აღნიშნა ბოკერიამ.

მისივე თქმით, შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანია იძულებული თანამშრომლების 95% უვადო, უხელფასო შვებულებაში გაუშვას.

„მაქსიმალურად შევეცდებით, მობილიზება გავუკეთოთ სახსრებს და ფინანსურ შემოსავლებს, იმისთვის, რომ ჩვენი პროფესიონალები არ დაიკარგონ, არ დაიკარგოს ის ხალხი, რომელიც 27 წლის განმავლობაში ამ ინდუსტრიას ემსახურება და არიან მაღალი დონის პროფესიონალები. მაქსიმალურად ვეცდებით ყველა სხვა ხარჯი შევკვეცოთ და ეს ხალხი მაქსიმალურად მოკლე ვადაში დავაბრუნოთ უკან. კომპანიას ფინანსურად აქვს ძალიან დიდი ზარალი, ისევე როგორც მთელს ინდუსტრიას და მთელს მსოფლიოს. ზარალი ჯერ შეფასებული და დათვლი არ გვაქვს, მაგრამ 10 მილიონობით დოლარის ფარგლებშია”,-აცხადებს ბოკერია.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო ხვალიდან საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს.

გაზიარება142

დაკავშირებული -პოსტები

ზღვაში მამაკაცს ეძებენ

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
ბათუმში ზღვამ ცხედარი გამორიყა
მთავარი

ბათუმში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ზღვაში შევიდა და გამოსვლა ვერ მოახერხა. სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან ჩართული. შემთხვევა დღეს მოხდა.

დაწვრილებითDetails

6 ივლისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

6 ივლისს ქუთაისში წვიმის ალბათობა დიდი იქნება, დღისით +30 და ღამით +19გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.   ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
მთავარი

საქართველოს მოქალაქე აფარმან ხალილოვი პოლონეთში ტბაში დაიხრჩო.  ინფორმაციას marneulinews. ge ავრცელებს და წერს, რომ გარდაცვლილი ბოლნისის მკვიდრი იყო და პოლონეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

დაწვრილებითDetails

ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
დედოფლისწყაროში ხანძარს 57 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
მთავარი

ვაზისუბანში, საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვერპლა. ცეცხლი მრავალსართულიანი კორპუსის მეათე სართულზე გაჩნდა. შემთხვევის დროს ბინაში და-ძმა იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარი თავის გადარჩენა შეძლო, თუმცა მისი დის გამოყვანა ვერ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

by მეგა TV
ივლისი 5, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ავტომობილი ბავშვს დაეჯახა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დავით ცხვარაძე ავრცელებს. ,,ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, "ჯიპი"_ს მარკის ავტომობილი მცირეწლოვან ბიჭს ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა_ არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს,_ უკვე...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი, რომელსაც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დაეჯახა გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 5, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

არასრულწლოვანი, რომელიც დედოფლისწყაროში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა, 12 წლის საბა ჯაგოდნიშვილია ავტოსაგზაო შემთხვევა 3 ივლისს მოხდა - სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მანქანით 2 არასრულწლოვანს დაეჯახა. თავდაპირველად საბა იაშვილის სახელობის...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ ვაშლიჯვარში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
ივლისი 5, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

პოლიციამ თბილისში, ვაშლიჯვარში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გუშინ ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა

by მეგა TV
ივლისი 5, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.   უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქუთაისში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება ივლისში საქართველოში – პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
მთავარი

კლიმატური მონაცემებით ივლისის საშუალო ტემპერატურა ივნისთან შედარებით 2-3°C -ით მაღალია. ამ თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობში, ბარში და დასავლეთ საქართველოს მთაში +23, +25°C, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +20, +22°C...

დაწვრილებითDetails

ადგილები საქართველოში, სადაც ტურისტებიც კი იშვიათად ხვდებიან

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ადგილები საქართველოში, სადაც ტურისტებიც კი იშვიათად ხვდებიან
მთავარი

საქართველო მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ტურისტული მიმართულება ხდება. ქვეყანაში არაერთი ადგილია, სადაც ვიზიტორები იშვიათად ხვდებიან. თუ გსურთ ბუნებისა და ისტორიის აღმოჩენა ტურისტული ხალხმრავლობის გარეშე, ეს ადგილები ნამდვილად დაგაინტერესებთ. ტობავარჩხილის ტბები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"