საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 1575 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 275 პირი.
ინფორმაციისთვის, 43 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.
“დიდია ჩვენი მწუხარება, განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა” – პატრიარქი
საპატრიარქო ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამის სამძიმრის წერილს ავრცელებს. პატრიარქი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ასევე, სრულიად საქართველოს. შიო მესამე წერილში აღნიშნავს, რომ ტკივილის შესამსუბუქებლად...










