ქირურგი რომა ბაბაევი ეხმაურება მარიამ ტყემალაძის მეტროში მოულოდნელად გარდაცვალებას. ის პოსტს ავრცელებს ჯგუფ”ბარიატრია(ყველაფერი ბარიატრიის შესახებ) “.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“გამარჯობა, მინდა შევეხო ჩვენი პაციენტის, მარიამ ტყემალაძის გარდაცვალების ამბავს. მარიამს 5 იანვარს გავუკეთეთ ბაიპასის ტიპის ოპერაცია. ყველაფერმა ჩაიარა იდეალურად.
მარიამი ჩვენთვის იყო არამხოლოდ პაციენტი, არამედ ძალიან კარგი მეგობარი, გვქონდა თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა. იყო ძალიან კარგი პაციენტი, ოპერაციისთვის 3 თვე ვამზადებდით, იყო შეგნებული და თვითონ არუნდოდა ოპერაცია სანამ კარგად არ დაიკლო და არ მოემზადა. ოპერაციის შემდეგაც მუდმივ მეთვალყურეობაში იყო, ნებისმიერ წამალზე მწერდა და ჩვენს გარეშე არაფერს აკეთებდა. ასრულებდა ყველა რეკომენდაციას იდეალურად. იკონტროლებდა თავის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც, 3 თვის თავზე ჩაიტარა შესაბამისი კვლევები, ჰქონდა იდეალური მდგომარეობა. მაგრამ 3 დღის წინანდელმა ამბავმა ყველა შოკში ჩაგვაგდო, ბოლო კონტაქტი 7 მაისს გვქონდა, სადაც გაგვიზიარა თავისი before/after და იყო უბედნიერესი. მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობდა, მოხდა ასეთი ტრაგედია, რასაც ვერავინ წარმოვიდგენდით. იყო უბრალოდ შოკი.
გთხოვთ მოეშვათ ამ ამბის ბარიატრიასთან დაკავშირებას, იყო მოულოდნელი სიკვდილი. პატივი ეცით გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ექიმს! ექპერტიზის დასვკნა სანამ არ იქნება ნუ გამოიტანთ წინასწარ დასკვნებს, რაიმე კითხვები თუ გექნებათ შეგიძლიათ მომწეროთ და ვეცდები დაგეხმაროთ, აქ პოსტვით უბრალოდ პანიკა იქმნება.
ვუსამძიმრებ მარიამის ოჯახის წევრებს! თქვენ კი ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!” ვკითხულობთ პოსტში.










