“შევხვდით საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მათ შორის, მამა გურამ ჭარელაშვილს. გავაცანით ეს დაავადება, რა დაავადებაა, რამდენი ბავშვია და რა მასშტაბის პრობლემაა ეს ყველაფერი და რა გვესაჭიროება. ამაზე ვისაუბრეთ. თქვეს, რომ ყველანაირ დახმარებას აღმოგვიჩენენ, რაც მათი შესაძლებლობების ფარგლებშია და პირველ რიგში, ჩვენ ვითხოვთ, რომ ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში დაგვეხმარონ და გვიშუამდგომლონ ხელისუფლების წინაშე, რომ ეს ბავშვები არიან გადასარჩენი და ხელისუფლებას მოუწოდონ , რომ ყველა ზომა იქნას მიღებული ჩვენი ბავშვების გადასარჩენად.
ასევე ვთხოვეთ დახმარება კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს აქვთ. მაგალითად, ჩვენ გვყავს პაციენტები, რომლებიც მართვითი სუნთქვის აპარატებზე არიან და აქვთ მძიმე მდგომარეობა როგორც ფინანსურად, ასევე სამედიცინო თვალსაზრისით და მათ სჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება. ზოგიერთს ადაპტირებული ლიფტიც კი არ აქვს, რომ გარეთ გამოვიდეს და არის ერთი პაციენტი, რომელიც 5 წელია ოთახშია ჩაკეტილი.
ასევე ვთხოვეთ, რომ თუ არის შესაძლებელი შეიქმნას და ამაშიც გაგვიწიონ დახმარება, შექმნას ერთიანი ფონდი, სადაც ყველა დაინტერესებული პირი და კეთილისმსურველი ჩარიცხავს თანხას. ა, ფონდით და სახელმწიფო რესურსებით ერთობლივად მოხდება მედიკამენტების შეძენა. ამ სამ რაღაცაზე ვთხოვეთ დახმარება. ძირითადად, დადებითი პასუხი იყო. გვითხრეს, რომ შეიძლება კიდევ ერთი შეხვედრა შედგეს, სადაც უფრო მეტ დეტალებზე ვისაუბრებთ” | განაცხადა საპატრიარქოში შეხვედრის დასრულების შემდეგ, კახა წიქარიშვილმა.
შეხვედრა მშობლებმა იმ იმედით დატოვეს , რომ ხელისუფლების პირისპირ მარტო არ იქნებიან.