შემთხვევა, რომელის შესახებ ინფორმაციას ქართული მედია ავრცელებს, კახეთში მოხდა. 36 წლის კაცს გულმკერდის არეში ვეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და სოფლის ბოლოში, ვენახის ზვრებთან მიატოვეს.
გარდაცვლილი დღეს ადგილობრივებმა იპოვეს. დანაშაულის ოფიციალური მოტივი უცნობია, თუმცა ადგილობრივები დანაშაულის ფაქტს რამდენიმე დღის წინ დაწყებულ კონფლიქტს უკავშირებენ.
გარდაცვლილი წლების მანძილზე ემიგრანტი იყო და ამერიკაში ცხოვრობდა. სამშობლოში იგი რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა.









