LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს

მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს

დაპოსტა 2026/04/22-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე, რომელსაც ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა.

„გვინდა, საზოგადოებას გავუზიაროთ ინფორმაცია აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილების შესახებ. პირველ რიგში, გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელსაც ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდეგ ბატონ მამუკა მდინარაძეს მოუწია ჩამოშორებოდა პოლიტიკურ საქმიანობას, ახალი პოზიციიდან ის დაუბრუნდება პოლიტიკურ საქმიანობას, რაც გააძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებას. შესაბამის კანონპროექტს საქართველოს მთავრობა ხვალამდე წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. გვინდა ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, კანონპროექტი მიიღოს მომავალ სასესიო კვირაში, დაჩქარებული წესით. მინდა, ბატონ მამუკა მდინარაძეს გადავუხადო მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე ძალიან წარმატებული საქმიანობისთვის. მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები, მისი ხელმძღვანელობით სამსახურში განხორციელდა სისტემური რეფორმები, ჩატარდა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი სპეციალური ოპერაცია, დანაშაულთან ბრძოლის კუთხით იყო ძალიან წარმატებული ამ თვეების განმავლობაში სამსახურის საქმიანობა. განსაკუთრებით წარმატებული იყო სამსახურის საქმიანობა კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით და ამ ყველაფრისთვის, მინდა ბატონ მამუკას გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა“, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“პრემიერ-მინისტრის დონეზე არანაირი ცვლილება არ იგეგმება” – გია ვოლსკი

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
“ნაციონალები” ცუდათ დაამთავრებენ_გიორგი ვოლსკი
მთავარი

პოლიტიკური პოსტიდან ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაცია, რასაკვირველია, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება - შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ახალი სამინისტროს შექმნით, რომელსაც მამუკა...

დაწვრილებითDetails

ცნობილია როდის გაიმართება სინოდის სხდომა

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

წლის 28 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა. სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი.

დაწვრილებითDetails

ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. როგორც გარემოს...

დაწვრილებითDetails

“რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები?”-კახა კალაძე

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე
მთავარი

რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. გავიგეთ ეს ყველაფერი, მაგრამ აქ ხომ ქვეყნის ინტერესებზეა საუბარი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის...

დაწვრილებითDetails

2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 929 581 შეადგინა-საქსტატი

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი
მთავარი

დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 კაცი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს მოსახლეობის 52% (2...

დაწვრილებითDetails

თურქეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
თურქეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
მთავარი

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში CH-47 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი თურქეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ავიაციის სარდლობას ეკუთვნოდა. მან კატასტროფა სასწავლო ფრენის დროს განიცადა....

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - 2005 წელს...

დაწვრილებითDetails

ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1974 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მ.ი. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების...

დაწვრილებითDetails

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინსიტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ი.ა. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული...

დაწვრილებითDetails

22 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

22 აპრილს ქუთაისში მზიანი ამინდია, დღისით +22 და ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთში ღრუბლიანი ამინდია. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ბათუმში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"