არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გამართულ შეჯიბრზე ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა. ქართველმა დიდოსტატმა 11-დან 9 ქულა დააგროვა და ინდოელ პრაგნანადჰასთან ერთად II – III ადგილი გაინაწილა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა კონკურენტს. ხოლო პირველობა 9,5 ქულით ირანელმა დიდოსტატმა პარჰამ მაგსუდლუმ დაისაკუთრა.
ასპარეზობის მეორე ქართველმა მონაწილემ ლუკა პაიჭაძემ 8 ქულა დააგროვა და VIII –XV ადგილი გაიყო. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში “საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის” გვერდი ავრცელებს.