კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
სამინისტრო ეხმაურება რობერტ სტურუას სპექტაკლ “ვეფხისტყაოსნისთვის” განათების ძვირადღირებული აპარატურის შეძენასთან დაკავშირებულ ინფორმაციას,რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კულტურის სამინისტრომ რობერტ სტურუას სპექტაკლ “ვეფხისტყაოსნისთვის” განათების ძვირადღირებული აპარატურა შეიძინა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. განათების აპარატურა შეძენილ იქნა რუსთაველის ეროვნული თეატრის მუდმივი საჭიროებებისთვის და არა ერთი კონკრეტული სპექტაკლისთვის.
რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდესი ტრადიციების მქონე კულტურის კერაა და იმისთვის, რომ მომავალშიც პასუხობდეს ყველა მოთხოვნას, მას სჭირდება თანამედროვე აღჭურვილობა.
შესაბამისად, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, რაც რუსთაველის თეატრის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში,