LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ივნისიდან ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემადგენლობის შემოწმება დაიწყება

ხილულ გამონაბოლქვთან დაკავშირებით 4 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმაა გამოწერილი

დაპოსტა 2026/04/06-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხილულ გამონაბოლქვთან დაკავშირებით მძღოლებისათვის გამოწერილი ჯარიმების სტატისტიკა მატულობს.

გზებზე გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებით პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან ჯღარკავამ ისაუბრა.

ჯღარკავას ცნობით, მისმა უწყებამ ინსპექტირება 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყო და ამ წლის განმავლობაში 2 980 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა. 2024 წელს გამოიწერა – 5 565, 2025 წელს – 6 022, ხოლო 2026 წლის იანვარ-მარტში გამოწერილია 2 239 საჯარიმო ქვითარი.

რაც შეეხება გამოწერილი ჯარიმების ოდენობას, ლევან ჯღარკავას განცხადებით, დაჯარიმებული მძღოლების შემთხვევაში ჯარიმის თანხა ჯამში, 2 032 000 ლარია, საიდანაც გადახდილია 1 680 894 ლარი. ავტომობილების მფლობელის შემთხვევაში, გამოწერილია 2 466 500 ლარის ოდენობის ჯარიმა და ამოღებულია 1 102 419 ლარი.

ყველაზე მეტი ჯარიმა გამოწერილია თბილისში (53%), ამის შემდეგ მოდის ბათუმი (18%), ქუთაისი (16%).

„საშუალო სტატისტიკურად რომ ავიღოთ, ხილულ გამონაბოლქვთან დაკავშირებით დღეში 20-22 ჯარიმა იწერება.

აღნიშნულ ქმედებაზე ჯარიმდება როგორც მძღოლი, ასევე მესაკუთრე, რადგან მფლობელმა დაზიანებული მანქანა მძღოლს არ უნდა გადასცეს. როცა მძღოლი ავტომობილის მფლობელს არ წარმოადგენს, პირველად შემთხვევაში 100 ლარით ჯარიმდება როგორც მძღოლი, ასევე მფლობელი. განმეორების შემთხვევაში – პირველად განმეორებისას ჯარიმა 300 ლარია, ხოლო მეორე და შემდეგი განმეორების შემთხვევაში – 600 ლარი.

ძალიან მაღალია სანქცია იურიდიული პირების შემთხვევაში. პირველ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა არის 500 ლარი, მეორე შემთხვევაში – 1 500 ლარი, ხოლო ყველა დანარჩენ შემთხვევაში არის 3 000 ლარი.

პირებს, ვინც არ ეთანხმება, რომ მისი მანქანა გაუმართავია, აქვს ორი საათი იმისთვის, რომ სპეციალურ ცენტრებში ტესტირება გააკეთონ. თუ სპეციალურმა ცენტრმა ორი საათის განმავლობაში დაადასტურა, რომ მანქანა გამართულია, ჯარიმა გაუქმებას ექვემდებარება. ამის სტატისტიკა არის 2%-ზე დაბალი“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საკომიტეტო მოსმენისას.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ტრაგედია ჩაქვში – ავარიას 35 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

დაბა ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი ანასტასია ამაღლობელი მანჰეტენის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე დაფინანსებით გაემგზავრება

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ქუთაისელი ანასტასია ამაღლობელი მანჰეტენის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე დაფინანსებით გაემგზავრება
კულტურა

ქუთაისელმა ანასტასია ამაღლობელმა თბილისში, რეგიონალურ კონკურსზე პირველი პრემია მოიპოვა და ამერიკაში, მანჰეტენის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე დაფინანსებით გაემგზავრება. როგორც ცნობილია მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის #1 სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა, მესამე კლასელმა ანასტასია ამაღლობელმა...

დაწვრილებითDetails

პენიტენციური აღდგომის დღეებში ამანათების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

პენიტენციური აღდგომის დღეებში ამანათების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 8-9 აპრილს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. ამასთან, პენიტენციური აქვეყნებს იმ საკვების ჩამონათვალს, რომლის შეტანასაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეძლებენ....

დაწვრილებითDetails

იმერეთში უკანონო ტყითსარგებლობის 30 ფაქტი გამოავლინეს

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
სამცხე-ჯავახეთში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები დამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მარტიდან 31 მარტის პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობის 185 ფაქტი გამოავლინეს. გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 151 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას,...

დაწვრილებითDetails

როდის უნდა ველოდოთ გაზის ტარიფის ზრდას

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
2024 წელს ბოლოს ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე – ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

ბუნებრივი აირის ტარიფები საქართველოში 2026 წლის დეკემბრამდე უცვლელად შენარჩუნდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, ამჟამად ქვეყანაში გაზის 1-წლიანი ტარიფები მოქმედებს. შეგახსენებთ, სემეკ-ის მიერ მოქმედი ტარიფების 1 წლის...

დაწვრილებითDetails

საქართველოში პური და ფქვილი გაძვირდა

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
საქართველოში პურის ფქვილი ისევ გაძვირდა
მთავარი

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხორბლის პური 16%-ით გაძვირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა. ამავე მონაცემების მიხედვით, წლიურად 13%-ითაა გაძვირებული ხორბლის ფქვილი. რაც შეეხება თვიურ...

დაწვრილებითDetails

სამხედრო სამსახურში წვევამდელთა გაწვევის წესები იცვლება და მკაცრდება

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ახლობლები იყვნენ – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი იმერეთში ტრაგიკულად დაღუპული სამხედროების შესახებ
მთავარი

სამხედრო სამსახურში წვევამდელთა გაწვევის წესები იცვლება და მკაცრდება. საზღვარგარეთ დროებით წასული წვევამდელი ვალდებული იქნება, ჯარში გაწვევის შეტყობინების მიღებისთანავე საქართველოში დაბრუნდეს და გაწვევის კომისიაში გამოცხადდეს. ამას გარდა, ჩაბარებულად ჩაითვლება უწყება, რომელიც...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ტაქსის მძღოლების ნაწილი გაიფიცა

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ესკიზის შენახვა
მთავარი

ქუთაისში ტაქსის მძღოლების ნაწილი გაიფიცა. თვითდასაქმებულები დავით აღმაშენებლის ძეგლთან შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ საწვავის ფასის მკვეთრი ზრდის მიუხედავად, კომპანია "მაქსიმში" მგზავრობის ტარიფი არ დაკორექტირებულა, რის გამოც ისინი მუშაობას ვეღარ შეძლებენ.

დაწვრილებითDetails

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წირვის შემდეგ შესრულდება ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი....

დაწვრილებითDetails

ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო. 2026 წლის ერთიანი ეროვნული დასაერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლა აპლიკანტებს ვებგვერდზე - online.naec.ge - 11 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"