LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დღეიდან ვნების კვირა დაიწყო

დღეიდან ვნების კვირა დაიწყო

დაპოსტა 2026/04/06-ში
A A
137
ნახვა
გაზიარება

დღეიდან სრულიად მართლმადიდებლური სამყაროსათვის უმძიმესი, ვნების კვირა დაიწყო.

ქრისტიანულ რელიგიაში დიდმარხვის ბოლო, აღდგომის წინა კვირას – ვნების კვირა ჰქვია. განსაკუთრებით მძიმე, აღდგომის წინა დღეებია.

ვნების კვირაში მარხვა, ნაღვლიან განწყობილებას და წუხილს ქმნის, იმ წამების გამო, რაც იესომ ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად გადაიტანა.

ეს კვირა (უფრო სწორად, 6 დღე) იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი, მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ.

ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებისას ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსი აცვიათ.

ვნების კვირა შედგება შემდეგი დღეებისგან: დიდი ორშაბათი, დიდი სამშაბათი, დიდი ოთხშაბათი, დიდი ხუთშაბათი, დიდი პარასკევი, დიდი შაბათი – ვნება უკავშირდება ქრისტეს ტანჯვას, ვნებებს.

მოსაგონებელი მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო, ვნების კვირის ყოველ დღეს, დიდს ვუწოდებთ.

ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებსა და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებას ეძღვნება.

ამ დღეებში მსხვერპლშეწირვა არ ხდება და აღევლინება მხოლოდ, პირველ შეწირულ ძღვენთა ლიტურგია, რომელთა დროსაც სახარება, სრულად იკითხება.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ბოლო შვიდეული, მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეების გახსენებას ეძღვნება:

საიდუმლო სერობას, მის გაცემას, პილატეს სამსჯავროს, ჯვარზე ვნებას, სიკვდილსა და საფლავად დადებას, რის გამოც ეს შვიდეული ვნების შვიდეულად იწოდება.

ამ შვიდეულის ყოველ დღეს, წმინდა ეკლესია, განსაკუთრებული მსახურებების აღსრულებით ცდილობს მოამზადოს მლოცველები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის სათანადოდ შესახვედრად, რათა თითოეული მორწმუნე უფლის დიდების, (ამ დღესასწაულით გამოწვეული) განუზომელი სიხარულის, ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების თანაზიარი გახდეს.

ვნების შვიდეულის პირველ სამ დღეს (ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს) ოთხივე სახარება იკითხება ღვთისმსახურებისას, რათა თითოეული განიმსჭვალოს სახარებისეული სიბრძნით, რაც გახლავთ კიდეც ერთ-ერთი უცილობელი პირობა სულიერი გამოღვიძებისა, ფერისცვალების დაწყებისა, ადამიანთა განღმრთობისა. ამ დღეებში პირველშეწირულის ლიტურგია აღესრულება მორწმუნეთა ზიარებისათვის.

ამ კვირაშიც, გარდა ხუთშაბათისა, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ.

ვნების შვიდეულის ოთხშაბათიდან, პირველშეწირულის ლიტურგიის შემდეგ, წყდება მუხლმოდრეკა და დიდი მეტანიები. აღარ იკითხება ასევე ეფრემ ასურის ლოცვა „უფალო და მეუფეო…“ და ფსალმუნთა კანონები. ფსალმუნების კითხვა განახლდება თომას კვირის მწუხრიდან.

ვნების შვიდეულში იკითხება: დილა – საღამოს ლოცვები, ფსალმუნები, სახარება შაბათ დილის ჩათვლით,ხოლო ოთხშაბათს დილას წყდება კითხვა ეფრემ ასურის.

მუხლმოდრეკა და მეტანიები სრულდება შაბათს დილის ჩათვლით. შაბათს საღამოს და კვირას დილას მუხლმოდრეკა არ აღესრულება, ვინაიდან კვირა სწორია აღდგომისა.

გაზიარება55

დაკავშირებული -პოსტები

მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც გურამ დადიანიძის FACEBOOK – ზე დაპოსტა – სოცქსელში მიმართვა ვრცელდება

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე
მთავარი

FACEBOOK გვერდი - “ნასვამი ჩოჩორი“ სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც აღიარებს, რომ სწორედ მან დაპოსტა გურამ დადიანიძის ექაუნთიდან ოსურად სიტყვა "დადგა ჟამი".   როგორც მიმართვაში ანონიმური პირი ამბობს, გადაწყვეტილება თავად...

დაწვრილებითDetails

მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ – ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლებას

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი - მივმართავ ხელისუფლებას: მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, სიტყვაზე გენდეთ, ალალად, მაგრამ მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ - უკვე მეორედ მინიშნება ჩემი 75 წლის მამის დაჭერასთან დაკავშირებით ყოფილი...

დაწვრილებითDetails

გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატი – შსს-მ დადო არასწორი ინფორმაცია, თითქოს წინასწარ ვიცოდი, რომ “პოსტი” უნდა დადებულიყო ოსურ ენაზე – უკვე ვხვდები, რომ არ სურთ ამ საქმის გამოძიება

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის საქმეზე განცხადება ავრცელებს
მთავარი

დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ოჯახის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს.   კაკაბაძე უარყოფს შსს-ს ინფორმაციას, თითქოს წინასწარ იცოდა, რომ გურამ დადიანიძის "ფეისბუქის" ანგარიშზე...

დაწვრილებითDetails

შსს – გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა, ასევე, ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

შსს დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შედეგებზე ინფორმაციას ავრცელებს.   შსს-ს თანახმად, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის ფეისბუქის გვერდზე პოსტის...

დაწვრილებითDetails

დევნილთა სამინისტრომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც თბილისში ბინები გადაეცემათ

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
საცხოვრებელი ბინები გაძვირდა
მთავარი

სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება იძულებით გადაადგილებული ოჯახების სია, რომლებსაც თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საცხოვრებელ კომპლექსში ბინები გადაეცემათ. ↪︎ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც თბილისში ბინები გადაეცემათ იხილეთ ბმულზე: https://idp.moh.gov.ge/news5.php?lang=1... აღნიშნული...

დაწვრილებითDetails

სასკოლო ფორმების გაყიდვა 1 სექტემბრიდან დაიწყება, ჩაეშვება ონლაინ პლატფორმაც – გივი მიქანაძე

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები
მთავარი

ომავალი კვირიდან ჩაეშვება ონლაინპლატფორმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება, რომ მშობელმა თავისი შვილისთვის ფორმა ონლაინ გამოიწეროს. სასკოლო ფორმების გაყიდვა 1 სექტემბრიდან დაიწყება | აცხადებს მიქანაძე. მისივე თქმით, სარეალიზაციო პუნქტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის...

დაწვრილებითDetails

მშობლებს შეუძლიათ შეიძინონ ნაჭერი და შეაკერინონ შვილებისთვის სასკოლო ფორმა – გივი მიქანაძე

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
რა ეღირება სასკოლო ფორმები – მინისტრის მოადგილის განმარტება
მთავარი

“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მათ შეუძლიათ, თვითონ გამოიწერონ ფორმები. არ არიან ვალდებული, მაინცდამაინც ჩვენ მიერ წარდგენილი ფორმა შეიძინონ. იმავე სტანდარტის, იმავე ხარისხის, იმავე ნაჭრის კონსისტენციის და მოცემულობის ფორმას თუ წააწყდებიან რომელიმე...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ბულვარში არასრულწლოვნებმა შუახნის კაცი სცემეს

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

ქუთაისის ცენტრში, მერიის წინ არსებულ ბულვარში, ფანჩატურში არასრულწლოვნებმა შუახნის მამაკაცზე ფიზიკურად იძალადეს. კადრებს და ინფორმაციას "ინფო იმერეთს" ავრცელებს,  სადაც ჩანს, რომ არასრულწლოვნები კაცს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, შემდეგ კი ფიზიკურად ძალადობენ. "ზურგი...

დაწვრილებითDetails

ბაღდათში „წითელი ნუსხით“ დაცულ მდინარის კალმახს უკანონოდ მოიპოვედნენ

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
ბაღდათში „წითელი ნუსხით“ დაცულ მდინარის კალმახს უკანონოდ მოიპოვედნენ
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე სოფელ ზეკარში, მდინარე ქერშავეთზე უკანონო თევზჭერას ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა. სამართალდამრღვევს უკანონო ჰქონდა მოპოვებული „წითელი...

დაწვრილებითDetails

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. მისი თქმით, ის ყოველ ორშაბათს დილის 11:00 საათიდან 15:00 საათამდე პროკურატურის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"