ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად, გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს.
პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 109 დოლარით (+7.78%) განისაზღვრა, ამერიკული WTI ნედლი ნავთობის ღირებულება კი 111.5 დოლარია (+11.41%).
საქართველოში საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს
აღსანიშნავია, რომ ფასების ცვლილება ეტაპობრივად ისახება ადგილობრივ ბაზარზეც. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის მონაცემებს თუ შევხედავთ, სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 10-დან 30-თეთრამდე გაძვირდა.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ, როგორია საწვავის ფასები დღეს სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე. (შენიშვნა: ფასები შედარებულია 2026 წლის 28 მარტის მონაცემებთან)
Gulf (გაიზარდა 16-დან 30-თეთრით)
- G-Force სუპერი – 3.99 ლარი (3.83 ლარი);
- G-Force პრემიუმი – 3.59 ლარი ( 3.43 ლარი იყო):
- G-Force ევრო რეგულარი – 3.45 ლარი (3.29 ლარი იყო);
- ევრო რეგულარი – 3.43 ლარი (3.27 ლარი იყო);
- G-Force ევრო დიზელი – 3.97 ლარი (3.67 ლარი იყო);
- ევრო დიზელი – 3.87 ლარი ( 3.57 ლარი იყო).
Wissol (გაიზარდა 16-დან 20-თეთრამდე)
- ეკო სუპერი – 3.98 ლარი (3.82 ლარი იყო);
- ეკო პრემიუმი – 3.58 ლარი (3.42 ლარი იყო);
- ეკო დიზელი – 3.92 ლარი (3.72 ლარი იყო);
- ევრო დიზელი – 3.87 ლარი (3.67 ლარი იყო);
- ევრო რეგულარი – 3.43 ლარი (3.27 ლარი იყო).
Socar (გაიზარდა 10-დან 15-თეთრამდე)
- ნანო სუპერი – 3.82 ლარი (3.72 ლარი იყო);
- ნანო პრემიუმი – 3.50 ლარი (3.40 ლარი იყო);
- ნანო ევრო რეგულარი – 3.34 ლარი (3.24 ლარი იყო);
- ევრო 5 დიზელი – 3.65 ლარი (3.50 ლარი იყო);
- ნანო ევრო 5 დიზელი – 3.75 ლარი (3.60 ლარი იყო).
Rompetrol (გაიზარდა 10-დან 20-თეთრამდე)
- Efix სუპერი – 2.92 ლარი (3.80 ლარი იყო);
- Efix ევრო პრემიუმი – 3.53 ლარი (3.43 ლარი იყო);
- ევრო რეგულარი – 3.39 ლარი (3.27 ლარი იყო);
- Efix ევრო დიზელი – 3.85 ლარი (3.65 ლარი იყო);
- ევრო დიზელი – 3.80 ლარი (3.60 ლარი იყო).
Portal (გაიზარდა 10-დან 20-თეთრამდე)
- სუპერი – 3.34 ლარი (3.24 ლარი იყო);
- პრემიუმი – 3.19 ლარი (3.09 ლარი იყო);
- ევრო რეგულარი – 2.99 ლარი (2.89 ლარი იყო);
- ევრო დიზელი – 3.89 ლარი (3.69 ლარი იყო);
- ეფექტური დიზელი – 3.69 ლარი (3.49 ლარი იყო).










