2026 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.8% შეადგინა, წლიური ინფლაციის დონე კი 4.3%-ით განისაზღვრა – ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
„საქსტატის“ ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში საბაზო ინფლაციას მაჩვენებელმა წლიურად 2.8% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე ეს მაჩვენებელი 2.4%-ით განისაზღვრა.
10 პროდუქტი, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაიაფდა
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ 10 პროდუქტით, რომელიც 2026 წლის მარტში წლიურად ყველაზე მეტად გაიაფდა. მონაცემები აჩვენებს, რომ მარტში ტოპ-10 ყველაზე მეტად გაიაფებულ პროდუქტს შორის ბოსტნეული ლიდერეობს.
გთავაზობთ 2026 წლის მარტში არ ყველაზე მეტად გაიაფებულ პროდუქტს:
- ხახვი – 24.6%;
- კომბოსტო – 19.8%;
- ნიორი – 16.6%;
- კივი – 14.6%;
- ბრინჯი – 14.5%;
- მწვანილი – 13.8%;
- შაქარი – 12.6%;
- მანდარინი – 7.9%;
- მაკარონი და მაკარონის ნაწარმი – 7.5%;
- ფორთოხალი – 5.9%.










