LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ

ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც აპრილში დიდი სიურპრიზი ელის

დაპოსტა 2026/04/04-ში
A A
426
ნახვა
გაზიარება

გაზაფხულის შუა პერიოდს არა მხოლოდ თბილი ამინდი, არამედ ის მოულოდნელი სიურპრიზებიც გაამრავალფეროვნებს, რომლებსაც სამყარო ზოდიაქოს ზოგიერთი იღბლიანი წარმომადგენლისთვის ამზადებს… აპრილი მოულოდნელი გარდასახვებით იქნება სავსე და მათ ყველაზე ჩვეულებრივ ადგილებში, თუნდაც საკუთარი სადარბაზოს კუთხეში ან ახალი სამსახურის ზღურბლთან გადააწყდებით.

თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ ჩვეული რიტმით იცხოვროთ – ისწავლოთ, ვინმეს შეხვდეთ, სოციალური ქსელები დაათვალიეროთ – და მოულოდნელად ისეთი სიახლე შეიტყოთ, რომელიც განწყობას “ყველაფერმა დამღალადან” “როგორც იქნა, რაღაც კარგი მოხდას” მდგომარეობამდე შეცვლის.

ამასთანავე, სიურპრიზები არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც აღმოჩნდება: ისინი გიბიძგებენ იმისკენ, რისკენაც დიდი ხანია, მიისწრაფვით, თუმცა ამას მუდმივად სამომავლოდ განიხილავდით. ​შფოთვისკენ მიდრეკილთათვის ეს პერიოდი მარტივი არ იქნება, რადგან მოვლენების განვითარების ყველა ვარიანტის წინასწარ გათვლა ვერ მოხერხდება. ამ თვეში ლოგიკა რეალობას ხშირად ჩამორჩება, საუკეთესო მომენტები კი სწორედ იქ მოხდება, სადაც არავინ ელის…

ეს პერიოდი განსაკუთრებით წარმატებული ზოდიაქოს 3 ნიშნისთვის იქნება:

​ვერძი ​

როგორც ასტროლოგები ამბობენ, აპრილში სიურპრიზი კარიერულ სფეროში გელით, რაც ძალიან გაგაოცებთ. შესაძლოა, ისეთი სიტუაცია შეიქმნას, როდესაც თქვენ უბრალოდ საკუთარ საქმეს აკეთებთ, ზედმეტს არაფერს ელით, საბოლოოდ კი ისეთ შეთავაზებას იღებთ, რომელზეც უარის თქმა რთულია… ეს შეიძლება ახალი პროექტი, დაწინაურება ან საკუთარი თავის უფრო მასშტაბურ საქმეში გამოცდის შანსი იყოს. ​

ამასთანავე, ყველაფერი საკმაოდ მკვეთრად მოხდება: დღეს თუ ჯერ კიდევ ჩვეულ რიტმში მოძრაობთ, ხვალ უკვე რაღაც წარმოუდგენლის ახალ პირობებს განიხილავთ. თავიდან შეიძლება მცირე ეჭვი გაგიჩნდეთ, თუმცა მას სწრაფადვე აზარტი შეცვლის.

და დიახ, თქვენ ამას ნამდვილად გაართმევთ თავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავიდან მოგეჩვენებათ, რომ ეს თქვენს შესაძლებლობებს აღემატება. ​ყოველდღიურობაში ეს მეტ პასუხისმგებლობასთან, თუმცა, ამავდროულად, მეტ შესაძლებლობასთან ასოცირდება. თქვენს შემჩნევას დაიწყებენ, თქვენს აზრს ანგარიშს გაუწევენ და ეს თავდაჯერებულობის დიდ მუხტს მოგცემთ. ამასთან, შესაძლებელია ფინანსური ბონუსიც მიიღოთ, რომელიც მიმდინარე მოვლენებს სასიამოვნოდ დააგვირგვინებს. მთავარია, შიშის გამო უარი არ თქვათ და საკუთარი შესაძლებლობები არ დააკნინოთ. მაშინაც კი, თუ შეთავაზება მოულოდნელია, ის ძალიან დროული აღმოჩნდება.

კურო

​აპრილში თქვენი სიურპრიზი პირად ცხოვრებას უკავშირდება და აქ მოვლენები მაქსიმალურად საინტერესოდ შეიძლება, წარიმართოს. თუ ურთიერთობაში ხართ, პარტნიორმა შესაძლოა, ისეთი საქციელით ან გადაწყვეტილებით გაგაოცოთ, რომელიც თქვენს კავშირს ახალ საფეხურზე აიყვანს. ეს შეიძლება სერიოზული საუბარი, მოულოდნელი საჩუქარი ან ისეთი ნაბიჯი იყოს, რომელიც თქვენ მიმართ მის რეალურ დამოკიდებულებას გამოავლენს. ​

ხოლო თუ თავისუფალი ხართ – მოულოდნელი ნაცნობობისთვის მოემზადეთ, რომელიც მარტივად დაიწყება, თუმცა სწრაფადვე რაღაც დიდში გადაიზრდება! ეს შეიძლება, სრულიად არაორდინალურ ადგილას მოხდეს – ყავის რიგიდან დაწყებული, რომელიმე მიმართულებით ტურის ჩატში შემთხვევითი მიმოწერით დასრულებული.

​აქ ყველაზე კარგი ის არის, რომ დაძაბულობას ან ეჭვებს საერთოდ არ იგრძნობთ. ყველაფერი ბუნებრივად განვითარდება და ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს მეტ სითბოში, ყურადღებასა და ერთად ყოფნის სურვილში გამოიხატება. მნიშვნელოვანია, არ ჩაიკეტოთ და ყველაფრის გაკონტროლება არ სცადოთ. უბრალოდ ამ გამოცდილების მიღების უფლება საკუთარ თავს მიეცით.

​თხის რქა

​თქვენთან სიურპრიზი ფინანსების სახით, თუმცა ძალიან სასიამოვნო ფორმით მოვა. შესაძლებელია, მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ. პრემია, ვალის დაბრუნება, მომგებიანი შეთავაზება ან თუნდაც შანსი, ფული ისეთი რამით გამოიმუშაოთ, რასაც ადრე სერიოზულად არ აღიქვამდით. ეს აუცილებლად გრანდიოზული მასშტაბის არ იქნება, თუმცა ნამდვილად საგრძნობი აღმოჩნდება. ამასთან, თანხას იმ მომენტში მიიღებთ, როდესაც მის არქონას უკვე შეეგუეთ ან მოვლენების ასეთ განვითარებას საერთოდ არ ელოდით.

ეს კი სიტუაციას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. ​პარალელურად, ფინანსებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გადახედვის შანსი მოგეცემათ. თქვენ შეამჩნევთ გზებს, საიდანაც მეტის გამომუშავება ან ფულის უფრო გონივრულად დახარჯვაა შესაძლებელი ისე, რომ საკუთარი თავი არ შეზღუდოთ.

ყოფით წვრილმანებში ეს წარმატებულ შენაძენებში, მომგებიან გადაწყვეტილებებსა და იმ განცდაში გამოიხატება, რომ სიტუაციას სრულად აკონტროლებთ. შესაძლოა, თავს ისეთი რამის უფლებაც მისცეთ, რასაც დიდი ხანია, სამომავლოდ ინახავდით (მაგალითად, იმ ნანატრი ჩანთის შეძენა, რომელიც თვეების წინ შეინახეთ). ​მთავარია, ეს შესაძლებლობები არ გააუფასუროთ და არ იფიქროთ, რომ უბრალო შემთხვევითობაა. აპრილი დაგანახებთ, რომ შესაძლებლობები იმაზე მარტივად შეიძლება, მოვიდეს, ვიდრე ამას აქამდე მიიჩნევდით. ეს კი თქვენი პიროვნული ზრდისთვის კარგი საწყისი წერტილი გახდება.

გაზიარება170

დაკავშირებული -პოსტები

მძიმე ავარია ხობში – არიან დაშავებულები

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთ ავტომობილში მყოფი 2, ხოლო მეორე ავტომობილში მყოფი 4 ადამიანი დაშავდა....

დაწვრილებითDetails

თამაზ ელიზბარაშვილი ყვება რა მოხდა რესტორნში

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ აღიარებს – ადვოკატი
მთავარი

მე ვარ უდანაშაულო. ბრალდება, რაც პროკურატურამ წამიყენა, არის თითიდან გამოწოვილი. ციხით რომ მაშინებს პროკურორი, ციხეშიც შევალ და იქიდან ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ! მე დანაშაული არ ჩამიდენია, ბატონო მოსამართლევ,- ეს განცხადება მუქარის...

დაწვრილებითDetails

თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ აღიარებს – ადვოკატი
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომას თამაზ ელიზბარაშვილიც ესწრებოდა, რომელიც სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზეა ბრალდებული. დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე...

დაწვრილებითDetails

ქონების გადასახადის 40 000 ლარიანი ზღვარი შეიცვლება – რას უნდა ელოდონ მოქალაქეები

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

ორშაბათს-სამშაბათს საბოლოო განხილვები გვექნება და ამის შემდეგ, სავარაუდოდ, პარლამენტის კომიტეტი დააინიცირებს აღნიშნულ საკითხს - ამ ეტაპზე ცვლილებები იქნება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე და არ იქნება კომერციული სუბიექტების მიმართ, რაზედაც გაგრძელდება რეფორმა...

დაწვრილებითDetails

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი” მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 000 000 ლარი შეგროვდა
მთავარი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. "ამ წლის 31 ივლისს ხელშეკრულება დაიდო იტალიურ კომპანია "იტალფარმაკოსთან" - მედიკამენტ "ჯივინოსტატის" მწარმოებელ...

დაწვრილებითDetails

ყაზახეთში შესვლა ფასიანი ხდება

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
ყაზახეთში შესვლა ფასიანი ხდება
მთავარი

2026 წლის 1-ელი ნოემბრიდან ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა ფასიანი ხდება. ინფორმაცას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს.  ამასთან, ამავე პერიოდიდან უცხოელებს ქვეყანაში შესვლისას ელექტრონული ნებართვის (ETA) მიღება დასჭირდებათ. ახალი სისტემა, სახელწოდებით QazETA, ქვეყანაში სატესტო...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა თბილისიდან 53კმ-ში, ქალაქ გორში მოხდა. მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით, 11:55-ზე დაფიქსირდა.

დაწვრილებითDetails

ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ აკრძალვა – რა გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის სასამართლომ

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ აკრძალვა – რა გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის სასამართლომ
მთავარი

მერილენდის შტატის ფედერალურმა რაიონულმა სასამართლომ გადაწყვიტა, შეაჩეროს ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობა, ე.წ. „სამშობიარო ტურიზმის“ აკრძალვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ CBS News-ი წერს. 2 სექტემბერს, აშშ-ის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დებორა ბორდმანმა დროებით დაბლოკა...

დაწვრილებითDetails

რომელი პროდუქტები გაიაფდა აგვისტოში

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
იმერეთზე სუპერმარკეტების შემოსავალების მხოლოდ 7.4% მოდის – რომელი რეგიონია ლიდერი
ეკონომიკა

საქსტატის მიხედვით, 2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის აგვისტოში, გასული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 3 366 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3243 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს
მთავარი

მონიტორინგის დაწყებიდან 3 წელში, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 20 727 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"