მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასმა მცირედით იკლო. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 636 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 3.11%-ით კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 71.56 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 5.83%-ით შემცირებული ფასია.
რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
რაც შეეხება საქართველოს, 1 გრამი 999 სინჯის ფასი 423 ლარია, 750-სინჯიანი – 317 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 247 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.
რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 7.15 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 5.72 ლარად არის შესაძლებელი.










