ტეხასის უნივერსიტეტისა და კორეის კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა დინოზავრის ახალი სახეობის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. აღმოჩენა ეფუძნება ნამარხს, რომელიც 3 წლის წინ კუნძულ აპჰეზე იპოვეს. თავდაპირველად მეცნიერებს ის მყარი ქანის ნატეხი ეგონათ, რომლიდანაც რამდენიმე ძვალი იყო ამოშვერილი. თუმცა, ლაბორატორიაში გაირკვა, რომ ეს დინოზავრის ნაშიერის თითქმის სრული ჩონჩხია.
ახალ სახეობას Doolysaurus huhmini დაარქვეს. სახელის პირველი ნაწილი სამხრეთკორეული მულტფილმის პერსონაჟის, დინოზავრ „დულის“ პატივსაცემად შეირჩა, ხოლო მეორე ნაწილი – პალეონტოლოგ მინ ჰუს პატივსაცემად.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სიკვდილის მომენტში დინოზავრი დაახლოებით 2 წლის იყო და ზომით ინდაურს არ აღემატებოდა. ვარაუდობენ, რომ ზრდასრული დინოზავრები პატარა კრავის ხელა იზრდებოდნენ.
ეს ცხოველი 113-94 მილიონი წლის წინ ბინადრობდა და, სავარაუდოდ ყველაფერს ჭამდა.










