LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გიერთდებით ლოცვაში – რომის პაპმა წმინდა სინოდს  გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა

25.05.08 Elezione del Romano Pontefice

გიერთდებით ლოცვაში – რომის პაპმა წმინდა სინოდს გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა

დაპოსტა 2026/03/20-ში
A A
113
ნახვა
გაზიარება

რომის პაპმა, ლეონ XIV-მ პატრიარქის თანამოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდს ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

“მის მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, თანამოსაყდრეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს.

დიდი გულისტკივილით შევიტყვე ცნობა მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. გამოვთქვამ ჩემს გულწრფელ სამძიმარს და ვუდასტურებ თქვენს მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას ჩემს ძმურ თანადგომას. თქვენი ერისათვის ამ მწუხარე ჟამს, გიერთდებით ლოცვაში და თქვენთან ერთად მადლიერებით ვიხსენებ მწყემსსა და მამას, რომელიც მრავალი წლის მანძილზე წინ მიგიძღოდათ სიკეთით, სიბრძნით და სახარებისეული ძლიერებით.

თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე, პატრიარქი ილია II გახლდათ ღვთისმოსავი მოწმე მკვდრეთით აღმდგარი უფლის რწმენისა. იგი თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში, სიყვარულით მფარველობდა ტრადიციებსა და იმედით აღავსებდა ადამიანთა გულებს და მთელ საზოგადოებას.

მსურს განსაკუთრებით აღვნიშნო მისი სიყვარული მუსიკისადმი, რომელიც წარმოგვიჩენს უფლისეულ მშვენიერებას და რომელსაც ძალუძს გააერთიანოს ხალხები, დააახლოვოს ეკლესიები, მიუხედავად მათი კულტურული და თეოლოგიური განსხვავებებისა.

უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა. იგი გულთბილი და ძმური სულისკვეთებით შეხვდა ჩემს ორ წინამორბედს – წმიდა იოანე პავლე მეორეს და პაპ ფრანცისკეს.

და ახლა, როცა უფალს ანდობთ ამ ერთგულ მსახურს, კვლავაც ჩაგვესმის პავლე მოციქულის სიტყვები, დასტურად იმისა, რომ იესოს აღდგომა ჩვენი რწმენის საფუძველი და იმედის წყაროა, რადგან, თუ იესო არ აღმდგარა, ჩვენი რწმენაც ფუჭი ყოფილა (შდრ, 1 კორ 15:14). ამიტომაც, მწყემსის სიკვდილმა გულები სასოწარკვეთით კი არა, იმის რწმენით უნდა აგვივსოს, რომ სიცოცხლე არ ჰქრება, არამედ გარდაიქმნება.

ამ გრძნობებით აღსავსე, ჩემს ძმურ სიახლოვეს ვუდასტურებ თქვენს მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას, რომელსაც თანამოსაყდრეობის მძიმე ტვირთი აკისრია. დაე, უფალმა მოგმადლოთ სინათლე, სიბრძნე და ძალა, რათა თქვენც იმგვარივე მწყემსისეული სიყვარულით წარუძღვეთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორითაც გარდაცვლილი პატრიარქი მიუძღოდა. შევთხოვ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, ნუგეშისა და სიყვარულის მოსასხამით დაიფაროს თქვენი მაღალი ყოვლადუსამღვდელოესობა, წმიდა სინოდი და მთელი ქართველი ერი”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

გაზიარება45

დაკავშირებული -პოსტები

პოეტი, მსახიობი და რეჟისორი საშა გველესიანი გარდაიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
პოეტი, მსახიობი და რეჟისორი საშა გველესიანი გარდაიცვალა
მთავარი

58 წლის ასაკში პოეტი, მსახიობი და რეჟისორი საშა გველესიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.   საშა გველესიანს გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული - „ქარის წისქვილები“, „სულ ცოტა...“,...

დაწვრილებითDetails

“ელისო კილაძის ქმედებები, შენიღბული იყო თაღლითურ „ქოლ-ცენტრებთან“ მებრძოლის იმიჯით” – პროკურორი

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
“ელისო კილაძის ქმედებები, შენიღბული იყო თაღლითურ „ქოლ-ცენტრებთან“ მებრძოლის იმიჯით” – პროკურორი
მთავარი

ელისო კილაძის თითოეული ქმედება, შენიღბული იყო თაღლითურ „ქოლ-ცენტრებთან“ მებრძოლის იმიჯით. ის თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ საჭიროებების მიხედვით მოქმედებდა და მითითებას იღებდა ჯგუფის სხვა წევრებისგან,- ამის შესახებ ფინანსური დანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო...

დაწვრილებითDetails

ლაგოდეხში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
ლაგოდეხში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია
მთავარი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმით გარდაცვლილი ახალგაზრდა 31 წლის იმრახ ქაზუმოვია. ის კაბალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლის, ყარაჯალას მკვიდრია. მამაკაცს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, მათ შორის, უფროსი 5 წლისაა. უბედური შემთხვევა...

დაწვრილებითDetails

ძმებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2026 წლის 15 ნო­ემ­ბერს თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ენა­გეთ­ში,...

დაწვრილებითDetails

სასამართლომ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
მთავარი ძებნილი ისე შემოგეპარათ – ელისო კილაძე
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფინანსური დანაშაულისთვის დაკავებული ჟურნალისტი, ელისო კილაძე დამნაშავედ ცნო და 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ასევე ჩამოერთვა ავტომობილი და 30 000 აშშ დოლარი. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე...

დაწვრილებითDetails

იმერეთში უკანონო ტყითსარგებლობის 3 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
იმერეთში უკანონო ტყითსარგებლობის 3 ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში უკანონო ტყითსარგებლობის 3 ფაქტი გამოავლინა.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იმერეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში...

დაწვრილებითDetails

მეღვინეობის დარგთან დაკავშირებული რიგი ადმინისტრაციული სანქციები გამკაცრდება

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
ღვინის 58 ნიმუშში დარღვევა გამოვლინდა
მთავარი

მეღვინეობის დარგთან დაკავშირებული რიგი ადმინისტრაციული სანქციები გამკაცრდება. გარდა ამისა, დაგეგმილია ახალი სახის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების შემოღება. ამას „ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსში“ ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია. მას...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5928 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5928 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5931 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

” იურისტი არ ვარ, მაგრამ ხომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია” – ალეკო ელისაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
ალეკო ელისაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები „ლელოს“ ეკითხებიან, ელისაშვილი რომ ტერორისტია, რატომ არ გაემიჯნებითო. იურისტი არ ვარ, მაგრამ ხომ არსებობს ასეთ რამ, უდანაშაულობის პრეზუმფცია, რაც გულისხმობს, რომ სანამ სასამართლო საბოლოო, სამივე ინსტანციაში ეროვნულ...

დაწვრილებითDetails

ვითხოვ, მივიღო პასუხი – სიცილის გამო მოკლული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
ვითხოვ, მივიღო პასუხი – სიცილის გამო მოკლული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

დედა, რომლის შვილიც ვერაზე სიცილის გამო მოკლეს, პენიტენციური სამსახურისგან განმარტებებს ითხოვს. ქალი საგამოძიებო უწყებას კონკრეტულ კითხვას უსვამს, რატომ იმყოფება მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე უკვე ოთხი თვეა პენიტენციურის სამკურნალო დაწესებულებაში,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"