LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა

საია-მ მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მესამე საჩივარი გააგზავნა

დაპოსტა 2026/03/09-ში
A A
28
ნახვა
გაზიარება

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მზია ამაღლობელის სახელით მესამე საჩივარი გააგზავნა, რომელიც, ორგანიზაციის განმარტებით, 2025 წლის 12 იანვარს განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას ეხება.

მათივე ცნობით, სტრასბურგის სასამართლო უკვე განიხილავს მზია ამაღლობელის 2 საქმეს.

„პირველი საქმე ეხება მზიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონო გამოყენებას, სადაც საიამ უკვე წარადგინა წერილობითი შეპასუხება სახელმწიფოს პოზიციაზე, ხოლო მეორე საქმის საჩივარი, რომელიც უკავშირდება მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებას და მასთან დაკავშირებულ დარღვევებს, ევროპულმა სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა.

2025 წლის 12 იანვარს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან პოლიციამ მზია ამაღლობელი უკანონოდ და ძალადობრივი მეთოდებით დააკავა, რის შედეგადაც მან ფიზიკური დაზიანება მიიღო და დაეხა ქურთუკი. პოლიციის დეპარტამენტის ეზოში შეყვანისას, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და „სისხლით დაჭერით“ ემუქრებოდა. მან პოლიციის დეპარტამენტის ეზოში მზია ამაღლობელზე ფიზიკური ძალადობაც სცადა, თუმცა საკუთარმა თანამშრომლებმა შეაკავეს. მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობა პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გაგრძელდა. გარდა ამისა, მზია ამაღლობელს რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიეცა უფლება, ესარგებლა ადვოკატის მომსახურებით, მას ჩხრეკა ადვოკატების დასწრების გარეშე ჩაუტარდა და ხელბორკილები, დამცირების მიზნით, ზურგს უკან დაადეს, იმის გათვალისწინებით, რომ ამის არანაირი საჭიროება არ ყოფილა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი, ზემოაღნიშნული საჩივრით საია დავობს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები: მე-3 მუხლის მატერიალური ნაწილი (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილი (არაეფექტიანი გამოძიება) აკრძალვა), მე-8 (პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მე-3 მუხლთან ერთობლიობაში. კერძოდ:

დამამცირებელი მოპყრობა (მე-3 მუხლის მატერიალური ნაწილი მე-14 მუხლთან ერთობლიობაში): პოლიციის მხრიდან გამოყენებული გაუმართლებელი ფიზიკური ძალა, რამაც სხეულის დაზიანებები გამოიწვია, სახეში შეფურთხება, წყლის მიწოდებისა და საპირფარეშოთი სარგებლობის აკრძალვა და გენდერული ნიშნით განხორციელებული მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა წარმოადგენს ღირსების შემლახველ მოპყრობას. აღნიშნული ქმედებები მიზნად ისახავდა მზია ამაღლობელის დამცირებას დისკრიმინაციული მოტივით.

არაეფექტიანი გამოძიება (მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილი): სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიება, კერძოდ, საგამოძიებო უწყებამ შეისწავლა მხოლოდ პოლიციის დეპარტამენტის ერთი შესასვლელის ვიდეოჩანაწერი, საიდანაც მზია ამაღლობელი შენობაში საერთოდ არ შეუყვანიათ. გამოძიების არაეფექტიანობას კიდევ უფრო მკაფიოს ხდის ის გარემოება, რომ ადვოკატის წერილზე, არსებობდა თუ არა შენობის პერიმეტრზე ვიდეოჩანაწერები, შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა უპასუხა, რომ მოთხოვნილი პერიოდის ჩანაწერები საერთოდ არ მოიპოვებოდა. გამოძიებამ არ გამოითხოვა ბათუმის მერიიდან დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება, რომ გარე სათვალთვალო კამერა, რომელიც ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელსა და ეზოს აღბეჭდავს, დამონტაჟდა 2025 წლის 11 იანვრის შემდგომ. ასევე არ შეისწავლა მზია ამაღლობელის დაცვის უფლების დარღვევის მიზეზები და რეალური გარემოებები. ასევე არ არის მიღებული ერთ-ერთი ექსპერტიზის პასუხი.

გამოძიებამ რეაგირების გარეშე დატოვა პოლიციელთა ცრუ ჩვენებებიც: ირაკლი დგებუაძე ამტკიცებდა, რომ დაკავების შემდეგ აქციაზე დარჩა, თუმცა ვიდეო კადრებში ჩანს, რომ იგი მზიას ეზოში გაჰყვა და აგინებდა. ასევე, ბერდია ფერაძე და გიორგი ბჟალავა თავს დამკავებლებად ასახელებენ, მაშინ როცა კადრებით დასტურდება, რომ ბჟალავას დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღია. გამოძიებამ არ დააიდენტიფიცირა და არ გამოკითხა რეალური დამკავებლები, რომლებიც მზიას მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის უშუალო მოწმეები არიან. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესზე ირაკლი დგებუაძემ აღიარა, რომ სწორედ ის აგინებს მზია ამაღლობელს, მზია ამაღლობელი დღემდე არ არის დაზარალებულად ცნობილი.

პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის ხელყოფა (მე-8 მუხლი მე-14 მუხლთან ერთობლიობაში): პოლიციის შენობაში, ადვოკატის გარეშე ჩატარებული ჩხრეკა და ხელბორკილების გამოყენება ყოველგვარი უსაფრთხოების რისკის არარსებობის პირობებში, წარმოადგენს პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში გაუმართლებელ და არაპროპორციულ ჩარევას. ვინაიდან ეს ზომები მზია ამაღლობელის მიმართ მხოლოდ მისი დამცირების მიზნით, ცინიკური და გენდერულად დისკრიმინაციული მოტივით იქნა გამოყენებული და სცილდებოდა სამართლებრივ ფარგლებს.

სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი მე-3 მუხლთან ერთობლიობაში): ქვეყნის შიგნით არ არსებობს ეფექტიანი მექანიზმი, რათა პირმა მიიღოს დაზარალებულის სტატუსი. მას შემდეგ, რაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაუქმდა, საქმე აჭარის პროკურატურამ გადაიბარა და გამოიკვეთა მანკიერი პრაქტიკა. კერძოდ, პროკურატურა მომჩივნის ადვოკატის მოთხოვნებს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობით არ პასუხობს, ხოლო სასამართლო კი, თავის მხრივ, ფორმალისტური მიდგომით უარს ამბობს საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ არ არსებობს პროკურატურის წერილობითი უარი. პროკურატურის მხრიდან პასუხის გაუცემლობამ და სასამართლოს ამგვარმა პოზიციამ მზია ამაღლობელი დატოვა დაცვის რეალური საშუალების გარეშე, რამაც შეუძლებელი გახადა დარღვეული უფლებების აღდგენა ეროვნულ დონეზე.

საია განაგრძობს მზია ამაღლობელის უფლებების დაცვას ევროპულ სასამართლოში და საზოგადოებას დროდადრო მიაწვდის შესაბამის განახლებულ ინფორმაციას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება11

დაკავშირებული -პოსტები

ძლიერი წვიმა, სეტყვა, ქარი – გაფრთხილება მოსახლეობას

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე...

დაწვრილებითDetails

2 წლამდე ბავშვი კორპუსიდან გადმოვარდა

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

ბათუმში 2-წლამდე ბავშვი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა - ინფორმაციას ამის შესახებ "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დაწვრილებითDetails

მოქალაქე ამბობს, რომ ბანკში ჯგუფურად სცემეს

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მოქალაქე ამბობს, რომ ბათუმში "კრედო" ბანკის ერთ-ერთ ფილიალში ჯგუფურად სცემეს - კაცი ამტკიცებს, რომ მას რამდენიმე პირმა ბანკის შენობაში წიხლები და მუშტები ურტყა.   ბანკის მომხმარებლის მონაყოლის თანახმად, ანგარიშსწორება მენეჯერის...

დაწვრილებითDetails

გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა – Politico

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა – Politico
მთავარი

გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა - ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა Politico წერს.   Politico-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ საქართველოში სახმელეთო გზით რუსეთის...

დაწვრილებითDetails

ნეაპოლში ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
სომხეთში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით ორი რუსი სამხედრო დააკავეს
მთავარი

ნეაპოლში ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს -  ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. Pupia tv-ის ცნობით, ქალაქში მდებარე ერთ-ერთ ობიექტში "საქართველოს 29 წლის მოქალაქემ ერთ-ერთ დამსვენებელს საპირფარეშოდან...

დაწვრილებითDetails

ლენტეხში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
ლენტეხში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო
მთავარი

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან, გადაადგილების აღდგენის მიზნით სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც...

დაწვრილებითDetails

დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
მთავარი

პოლიციამ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად განსაცდელში მიტოვება ედება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,...

დაწვრილებითDetails

29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი
მთავარი

ვერძი დღეს ინიციატივის გამოჩენა განსაკუთრებით კარგად გამოგივათ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, თუმცა აჩქარებას მოერიდეთ. ურთიერთობაში გულწრფელი საუბარი დაძაბულობას განმუხტავს. ფინანსურად - დაუფიქრებელ ხარჯებს ერიდეთ.   კურო 29 აგვისტო თქვენთვის...

დაწვრილებითDetails

29 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +26, +31°; მთაში...

დაწვრილებითDetails

თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

მკვლელობა თბილისში - "პირველების" ინფორმაციით, მოკლულია რუსეთის მოქალაქე. სასტიკი ანგარიშსწორება რამდენიმე საათის წინ ბარათაშვილის აღმართზე მოხდა, სადაც ამ წუთებშიც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, მოკლული საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"