LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქრთამის აღების ფაქტზე 3 ადამიანი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე 3 ადამიანი დააკავეს

დაპოსტა 2026/03/02-ში
A A
651
ნახვა
გაზიარება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და მიცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სამგორის რაიონის გამგეობის საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტია.

გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე, სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებითა და შუამავალი პირის დახმარებით, დიდი ოდენობით ქრთამს იღებდა.

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია თბილისის მუნიციპალიტეტის, სამგორის რაიონის გამგეობის საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი; ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე -ერთი მოქალაქე, ხოლო ქრთამის მიცემის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა თბილისში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე, სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებითა და შუამავალი პირის დახმარებით, დიდი ოდენობით ქრთამს იღებდა. კერძოდ, მან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ობიექტის მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და შუამავლის მეშვეობით მიიღო 15 000 ლარი.

ბრალდებულები ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის აღებისთანავე დააკავეს. ფულადი თანხა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2026 წლის თებერვალში, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ობიექტზე განსახორციელებელი უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ, კომპანიის წარმომადგენელმა იმავე საჯარო მოხელეს, კვლავ შუამავლის მეშვეობით, გადასცა მოთხოვნილი 15 000 ლარი. აღნიშნულ ეპიზოდზე, ქრთამის მიცემის ფაქტზე, დაკავებულია კომპანიის წარმომადგენელი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 339-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით, – წერია ინფორმაციაში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის მსურველ პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან. სამსახურის რეაგირება ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მკაცრი.”

გაზიარება260

დაკავშირებული -პოსტები

ავტობუსი გზიდან გადავარდა

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საგარეჯოში საგარეჯო-ბადიაურის ავტობუსი გზიდან გადავარდა - დაიღუპა მძღოლი, დაშავდა 1 მგზავრი | დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ცნობილია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება   როგორც მთავარს შსს-ში...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ავარიის შედეგად ქალი დაშავდა – მისი მდგომარეობა მძიმეა

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად ქალი დაშავდა – მისი მდგომარეობა მძიმეა
მთავარი

ბათუმში ავარიის შედეგად ქალი დაშავდა - მისი მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას და ფოტოებს მოქალაქე სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა დღეს ბარცხანის დასახელებაში მოხდა. დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა...

დაწვრილებითDetails

სამყარო ჩამომექცა ხალხო თავზე – ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის მეუღლე

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
სამყარო ჩამომექცა ხალხო თავზე – ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის მეუღლე
მთავარი

დამამუნჯე სამყარო ჩამომექცა ხალხო თავზე - წერს სოციალურ ქსელში ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული გივიკო გურეშიძის მეუღლე მაიკო ხაბეიშვილი. გუშინ ქუთაისში,  იოსელიანის ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობისას ტრაგედია მოხდა: ბეტონის საფარს ასხმამდნენ, როდესაც კონსტრუქცია...

დაწვრილებითDetails

ხუთსართულიანი კორპუსიდან ქალი გადმოვარდა

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსიდან ქალი გადმოვარდა. შემთხვევა დღეს, დილით მოხდა.“Marneulinews.ge”-ის ინფორმაციით, ქალი სხეულის დაზიანებებით მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.ადგილზე სასწრაფო და საპატრულო სამსახურის ბრიგადები იმყოფებოდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე...

დაწვრილებითDetails

სამი წელია, რაც საქართველოში დაბრუნდნენ, განადგურებული ვარ, არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა მის მშობლებს – რას ამბობს ოჯახის ახლობელი ქუთაისში დაღუპული ბიჭის შესახებ

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
ჩემი ხმა ცასაც ესმის ბიჭო, ლელას ,,ერთა” – ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს ახლობლები ემშვიდობებიან
მთავარი

სამი წელია, რაც საქართველოში დაბრუნდნენ, შრომობდნენ, პირობებს იწყობდნენ, სახლს არემონტებდნენ - უყვება "კვირის პალიტრას" ქუთაისში მშენებლობაზე დაღუპული გივიკო გურეშიძის ოჯახის ახლობელი. "საოცრად კარგი ადამიანი იყო გივიკო, ძალიან თბილი, მოსიყვარულე. გივიკო...

დაწვრილებითDetails

იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი) 8 000 ლარით დაჯარიმდა

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი) 8 000 ლარით დაჯარიმდა
მთავარი

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო, შპს "იმერმედი“ - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი) ჯამში 8 000 ლარით დააჯარიმა. სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით,...

დაწვრილებითDetails

სოფელ აზავრეთში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთში, საკუთარ სახლში 55 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას  სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ადგილობრივი გამოცემის ცნობით, კაცს ყელის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. შემთხვევა 14 ივლისს მოხდა. გამოძიება...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი 70 წლამდე ქალს დაეჯახა

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

რუსთავში ავტომობილი 70 წლამდე ქვეით ქალს დაეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაწვრილებითDetails

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
მთავარი

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული, „გრინსერვისი+“-ის ყოფილი დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. როგორც მან „ტვ პირველს“ განუცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულება მან გუშინ დატოვა. „გუშინ დავტოვე საპატიმრო. დიახ, სამაჯურით გამომიშვეს....

დაწვრილებითDetails

„სამი სიცოცხლე ერთდროულად ჩაქრა…“ – ცეკვის აკადემია სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
„სამი სიცოცხლე ერთდროულად ჩაქრა…“ – ცეკვის აკადემია სამძიმრის წერილს აქვეყნებს
მთავარი

ცეკვის აკადემია „დიდგორი“ მოცეკვავეებს ემშვიდობება და სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „შაკო, გუგა, თამო... ცეკვის აკადემია დიდგორი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წინა თაობის მოცეკვავეების გარდაცვალების გამო  ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"