დაკავებულია 3 პირი, რომლებსაც სამტრედიაში ადამიანის ამპუტირებული ორგანოების მიტოვებულ შენობაში დაყრას ედავებიან.
შსს-ში ამბობენ, რომ საქმე ეხება სამედიცინო ნარჩენებს. მათი ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარემოსთვის საშიში ნივთიერების ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევას გულისხმობს
სამტრედიის სოფელ მელაურის ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში უკვე თვეზე მეტია, რაც სხეულის ამპუტირებული ნაწილები ყრია. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და ეპიდემიის სააფრთხეებზე საუბრობენ.









