LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
უკრაინას არ სჭირდება დარიგებები რუსული  ნარატივების რეტრანსლატორებისგან- უკრაინის რადას თავმჯდომარე

უკრაინას არ სჭირდება დარიგებები რუსული ნარატივების რეტრანსლატორებისგან- უკრაინის რადას თავმჯდომარე

დაპოსტა 2026/02/26-ში
A A
150
ნახვა
გაზიარება
“გაოცებით წავიკითხე საქართველოს პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის მორიგი ბრალდება უკრაინის მხრიდან თითქოსდა „უმადურობის“ შესახებ იმის გამო, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას. ამბობენ: ნათქვამი სიტყვა ხანჯალი არ არის – ქარქაშში ვეღარ ჩააგებო.
უკრაინელები მადლიერი ერია. ჩვენ პატივს ვცემთ ყველას, ვინც გვეხმარება საკუთარი თავისუფლებისა და არჩევანის უფლებისთვის ბრძოლაში. და ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლიერები ვართ ქართველი ხალხის. ხალხის, რომელმაც ზუსტად იცის, რა არის ღირსება. ხალხის, რომელიც თამამად გამოდის თავისი ქალაქების მოედნებზე უკრაინის მხარდასაჭერად. ხალხის, რომელიც ქართველ მოხალისეთა ბატალიონების შემადგენლობაში მხარდამხარ იბრძვის საერთო რუსი მტრის წინააღმდეგ.
ამ ფონზე, გაეროს რეზოლუციისთვის „მხარდაჭერა“, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, – ნამდვილად არ არის ქველმოქმედება ან გმირობა. ეს ელემენტარული წესიერების მინიმალური დონეა 2026 წელს.
ამიტომ მათ, ვინც უკრაინის (რომელიც სისხლისგან იცლება სიცოცხლის უფლებისთვის ბრძოლაში) მიმართ „უმადურობაზე“ მუდმივი საყვედურებით სინამდვილეში საკუთარი ღირსების დაკარგვას ფარავს და სანაცვლოდ მდაბალ მორჩილებას ავლენს, მინდა შევახსენო დიდი ქართველი ფილოსოფოსის, მერაბ მამარდაშვილის სიტყვები:„არ არსებობს არც ადამიანის თავისუფლების ფორმულა და არც წამალი ადამიანური იდიოტიზმისგან. პოლიტიკური ეფექტურობა – არ არის მთავარი. მთავარია – თავისუფლება“. და ბოლოს: უკრაინას არ სჭირდება დარიგებები იმ მორალისტებისგან, რომლებიც „რუსული სამყაროს“ ნარატივების რეტრანსლატორებად გვევლინებიან. უკრაინას სჭირდება ნამდვილი მოკავშირეები – ისინი, ვისაც ესმის: რაშისტულ ბოროტებასთან ბრძოლაში კომპლიმენტებს კი არ ითვლიან, არამედ აფასებენ პოზიციასა და მხარდაჭერას” | წერს უკრაინის რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი და პაპუაშვილის განცხადებას პასუხობს.
გაზიარება60

დაკავშირებული -პოსტები

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   14 ოქტომბერი აქტიური და ნაყოფიერი დღე იქნება. შესაძლოა, მოულოდნელი საქმიანი შეთავაზება მიიღოთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. პირად ურთიერთობებში სასიამოვნო სიახლეები გელით.   კურო   დღეს ყურადღება საკუთარ სურვილებსა...

დაწვრილებითDetails

“მამუკა მდინარაძე ცდილობს ჩრდილიდან გამოსვლას, მას დაუნიშნეს ასინეთა, თუმცა ახლა შინაპატიმრობიდან ათავისუფლებენ და ცდილობს ორი კაპიკი იშოვოს, იმიტომ, რომ ეს ორი კაპიკიც ბიძინა ივანიშვილთან ექნება მისატანი”- ლაშა ფარულავა

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
ხმა ამოიღე, ღარიბაშვილო! იქნებ დახმარება სწორედ იქიდან მიიღო, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდები – ლაშა ფარულავა
მთავარი

მამუკა მდინარაძე ცდილობს ჩრდილიდან გამოსვლას, მას დაუნიშნეს ასინეთა, თუმცა ახლა ნებართვა აიღო, შინაპატიმრობიდან ათავისუფლებენ. შექმნა საკონსულტაციო კომპანია და ცდილობს ორი კაპიკი იშოვოს, იმიტომ, რომ ეს ორი კაპიკიც ბიძინა ივანიშვილთან ექნება...

დაწვრილებითDetails

ვისთვის შეიცვლება სესხის აღების პირობები

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება
მთავარი

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2.000 და 2.500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის სესხის მომსახურებაზე უფრო მკაცრი - 25%-იანი ლიმიტი გავრცელდება. ცვლილება ეხება სესხის მომსახურების კოეფიციენტს, რომელიც აჩვენებს, მსესხებლის ყოველთვიური შემოსავლის რა...

დაწვრილებითDetails

გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა, საკანში მყოფს, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა – ადვოკატი

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური აღარ შეეხებათ
მთავარი

ადვოკატის, მარიკა არევაძის განცხადებით, რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება. როგორც უფლებადამცველი სოციალურ ქსელში წერს, გიორგი არევაძემ მასთან საუბრისას განაცხადა, რომ ფანჯრიდან, ორმა ბადრაგმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა,...

დაწვრილებითDetails

აივნიდან 12 წლის გოგო გადავარდა – როგორია მდგომარეობა

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ერთ-ერთი კორპუსის მე-3 სართულის აივნიდან 12 წლის გოგო გადმოვარდა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მოზარდი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. 12 წლის გოგო სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის დროს კონტაქტური...

დაწვრილებითDetails

“ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები”- პაატა კვიჟინაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
“ფასები ისე არ იზრდება, როგორც იზრდება პენსია და ხელფასი…”- პაატა კვიჟინაძე
მთავარი

გუშინ დასრულდა ბიუჯეტის განხილვის პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავდა კომიტეტებში და ფრაქციებში განხილვას. ამის შემდეგ შენიშვნებით გადავა მთავრობაში და გადამუშავებული ვარიანტი დაგვიბრუნდება ნოემბერში. რა აჩვენა ბიუჯეტის განხილვამ? - აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტი...

დაწვრილებითDetails

ბაღდათის საპატიო მოქალაქე შაქრო კვირიკაშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
ბაღდათის საპატიო მოქალაქე შაქრო კვირიკაშვილი გარდაიცვალა
მთავარი

ბაღდათში შაქრო კვირიკაშვილს ემშვიდობებიან. იგი გახლდათ ბაღდათის საპატიო მოქალაქე და ღირსების ორდენის კავალერი. შაქრო კვირიკაშვილის სახელი და საქმიანობა ბაღდათის ისტორიასთან, მის განვითარებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებასთან განუყოფლად არის დაკავშირებული. 1964 წლიდან...

დაწვრილებითDetails

წვიმა და ელჭექი – როგორი ამინდია მოსალოდნელი

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი ცვალებადი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზის მიხედვით, ზოგიერთ რეგიონში ნალექია მოსალოდნელი, თუმცა ცალკეულ დღეებში გამოიდარებს და ტემპერატურაც შედარებით მოიმატებს. 13 ოქტომბერს ქვეყნის ცალკეულ რაიონებში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის...

დაწვრილებითDetails

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
მთავარი

ღვთისმშობლის ხატი - „ბოროტ ფიქრთა და ზრახვათა განმდევნელი“ - ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას არაწმინდა ზრახვების, სასოწარკვეთილების, სევდის, შფოთვისა, შიშების და დეპრესიის დროს...  ლოცვა: ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთის მშობელო,წმიდითა და ყოვლადძლიერითა...

დაწვრილებითDetails

სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
რა ჯდება მართვის მოწმობის აღება
მთავარი

სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს: „სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"