ქუთაისის N7 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით გარდაიცვალა ფიზიკის პედაგოგი თამარ ცინცაძე.
სსიპ ქ. ქუთაისის N7 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის ფიზიკის ღვაწლმოსილი პედაგოგი, ქალბატონი თამარ ცინცაძე.
ქალბატონი თამარი მრავალი წლის განმავლობაში თავდადებით ემსახურებოდა განათლების სფეროს , ღირსეულად ასრულებდა მასწავლებლის უმნიშვნელოვანეს მისიას. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოსწავლეთა აღზრდასა და პიროვნულ განვითარებაში. იგი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით , პასუხისმგებლობითა და პედაგოგიური სიფრთხილით, რაც მისი საქმიანობის განმსაზღვრელი იყო .
პირადად ჩემთვის, ლილე ქარსელაძისთვის, ქალბატონი თამარი იყო არა მხოლოდ პროფესიონალი მასწავლებელი , არამედ უფროსი მეგობარი მისი, რჩევა და მხარდაჭერა მუდამ იყო ჩემი ძალის წყარო ჩემს პროფესიულ საქმიანობაში
ქალბატონი თამარ ცინცაძე სამაგალითო პედაგოგის, ერთგული კოლეგისა და ღირსეული ადამიანის სახით სამუდამოდ დარჩება ჩვენი სასკოლო საზოგადოების ისტორიასა და გულებში
სსიპ ქ. ქუთაისის N7 საჯარო სკოლის დირექცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს მისი გარდაცვალების გამო და გულწრფელად უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მოსწავლეებს.