რუსთავის ავტობაზრობის მიმდებარედ, ავტოიმპორტიორებმა და ავტოდილერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პროტესტანტები ეწინააღმდეგებიან მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად 1-ელი აპრილიდან 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტი აიკრძალება.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად საქართველოში 1-ელი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია.
“30-40% კომპანიების გაჩერდება, 50%-ზე მეტი დილერების უმუშევარი დარჩება. ამბობენ, რომ რეექსპორტს არ შეეხება. ბაზარს ვუგდებთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს იმიტომ, რომ 7 წლის ავტომობილს რომ ჩამოიყვანს ქართველი დილერი და ვერ გაყიდის ამ მანქანას რეექსპორტზე, ვერც ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის. ეს იცის ყაზახმა და ყირგიზმა დილერმა, დაელოდება ამ სამ თვეს და მოვა მერე და ერთ მესამედ ფასში წაიყვანს ამ მანქანას” [ტვ პირველი]| ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
გამონაკლისები ვრცელდება იმ M1 კატეგორიის ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1-ელ აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.










