ტვ პირველის ინფორმაციით ქუთაისში კლინიკა “უნიქალ მედში” ერთ-ერთმა ექიმმა თვითდაზიანება დანით მიიყენა მიიყენა – ქალს სამედიცინო დახმარება უტარდება.
სამედიცინო დაწესებულებაში ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ადგილზე ჰყვებიან, რომ ცივი იარაღით დაზიანების მიყენებას წინ, სავარაუდოდ, კლინიკის დირექტორთან კახა ნურალიძესთან კონფლიქტი უძღოდა.
კლინიკის თანამშრომელი ჰყვება:
ექიმი ჩამოვიდა განერვიულებული, დანა ეჭირა ხელში და ვერაფრით ვერ წავართვით. მერე ბატონი კახა [ ნურალიძე] ჩამოვიყვანე. ქალი ანერვიულებული იყო – “თვალით არ დამენახოსო”. იძულებული გავხდი შემდეგ საპატრულოსთვის დამეძახა. ჩემი აზრით, მათ შორის შელაპარაკების შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი”- აცხადებს თვითმხილველი.
ერთ-ერთი დამფუძნებლის მეუღლე აცხადებს, რომ ინცინდენტს წინ ადრე დაწყებული უთანხმოება უძღოდა:
რამდენიმე კვირის წინ დამირკა თვითონ [ამჟამად დაშავებულმა ქალმა], როგორც დამფუძნებელი ამოდი და რამე ზომები მიიღეთ. ეს კაცი [კახა ნურალიძეს] სიცოცხლეს გამომასალმებსო. მე თვითონ იმიტომ არ მოვედი აქ, რომ მეც ანალოგიურ მდგომარეობაში ვყავდი.
რამდენიმე თვეა, დამფუძნებლებთან ვცდილობთ, ეს კაცი გაუშვან თანამდებობიდან, თუმცა რეაგირება არ იყო”- აღნიშნავს კლინიკის თანამშრომელი.
კლინიკის დირექტორს მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია. ამ დროისთვის უცნობია, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება და გადაიყვანეს თუ არა გამოკითხვაზე კახა ნურალიძე.









