ბექა გოცირიძე 8 თებერვალს დილით გარდაცვლილი იპოვეს.
გოცირიძე იყო ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი .
გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.
მისი ბრალდებით დღემდე ციხეში, სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან მინდია შერვაშიძე და თორნიკე თოშხუა.
ბექა გოცირიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ბიჭებთან პრეტენზია არ ჰქონდა და არც მათგან მომდინარე საფრთხეს ხედავდა. უფრო მეტიც-მას გაუხარდებოდა თუ ბრალდებულები ახალ წელს სახლში შეხვდებოდნენ.










