“Marneulinews.ge”ს ინფორმაციით, მარნეულის მუნციიპალიტეტის სოფელ ლეჟბადინში საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ახლობლებმა 27 წლის მუჰამედ აილევი გარდაცვლილი ნახეს. მან თავი მოიკლა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.










