საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეკარე, ფერეიდნელი ქართველი ალი ასლანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გდაცემა “ტაიმაუტში” იმყოფებოდა .
მან განაცხადა, რომ მისთვის საქართველო ისტორიული სამშობლოა.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მეთამაშა ტოპდონეზე, თან საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით. დამეთანხმებით, ძალიან რთული მატჩები იყო.
რვა წელია, საქართველოში ვარ და დიდი ხნის წინაც მინდოდა, რომ ნაკრებში მოვხვედრილიყავი. თუმცა ადრე საბუთები ვერ გავაკეთეთ. ახლა, ევროპის ჩემპიონატის წინ ყველაფერი მოესწრო და სასიამოვნო იყო, რომ ნაკრებს ვეხმარებოდი.
ფერეიდნელი ქართველი ვარ, ძალიან მიყვარს საქართველო, ჩემი ისტორიული სამშობლო. რაც ხორვატიასთან პენალტის მოგერიების შემდეგ გავაკეთე, გულით გავაკეთე. მერე ვნახე, როგორ ვკოცნი გერბს.
ყველამ იცის, რომ ფუტსალი გუნდური სპორტია, მე მარტო ვერაფერს შევძლებდი. მადლობა მწვრთნელს, რომ ნაკრებში გამომიძახა და მათამაშა“.
მისი დამსახურებაა რომ ასათიანის გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე 1 ქულა აიღო, ხორვატიის წინააღმდეგ ასლანიმ 33 ბურთი მოიგერია.










