ჩხრეკა სოციალური პლატფორმა X-ის ოფისებში – Reuters-ის ინფორმაციით, პარიზის პროკურატურამ ილონ მასკი დაკითხვაზე დაიბარა.
- პარიზის ოფისებში ჩხრეკა პროკურატურის კიბერდანაშაულის განყოფილებამ, ევროპოლისა და პარიზის პოლიციის მხარდაჭერით ჩაატარა. ილონ მასკი და X-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ლინდა იაკარინო დაკითხვაზე 20 აპრილს არიან დაბარებულები.
პარიზის პროკურატურის განცხადებით, ჩხრეკა 2025 წლის იანვარში დაწყებული გამოძიების ნაწილია და იგი სოციალური პლატფორმა X-ის მიერ ალგორითმების ბოროტად გამოყენებასა და მონაცემების თაღლითურად მოპოვებას უკავშირდება.
გამოძიება X-ის ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატ-ბოტ Grok-ის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საჩივრებსაც მოიცავს, რაც მისი გამოყენებით სოციალურ პლატფორმაზე სექსუალური ხასიათის სურათების შექმნასა და ფლობას უკავშირდება.









