ხანძარს ქობულეთში 80 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა სოფელ დაგვაში მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, დაღუპული მარტოხელა იყო და ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოსვლა ვერ მოახერხა.
ადგილზე იმყოფებიან ქობულეთის მერიის წარმომადგენლები. მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და პოლიცია. ხანძრის გამომწვევ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
წყარო: აჭარის ტელევიზია









